„ლივერპულმა“ სახლში დაძაბულ ბრძოლაში 2:1 სძლია „აიაქსს“ და თუ „ნაპოლიმ“ დღეს სტუმრად „რეინჯერსს“ მოუგო, ამ ორ გუნდს 3 ქულით ჩამოიტოვებს.
„ბაიერნმა“ შესვენების შემდეგ „ბარსელონას“ ოთხ წუთში ორი გოლი გაუტანა და გამარჯვება მოიპოვა. მიუნხენურმა გუნდმა "ბარსელონა" ზედიზედ მეხუთედ დაამარცხა - საერთო ანგარიში 19:4. “ბარსას“ თავდამსხმელმა ლევანდოვსკიმ თავისი ყოფილი გუნდის კარი ვერ დალაშქრა.
A ჯგუფი
ლივერპული. “ენფილდი“
ლივერპული - აიაქსი 2:1
გოლები: 1:0 სალაჰი (17), 1:1 კუდუსი (27), 2:1 მატიპი (89)
B ჯგუფი
ლევერკუზენი. „ბაიარენა“
ბაიერი - ატლეტიკო 2:0
გოლები: 1:0 ანდრიხი (84), 2:0 დიაბი (87)
პორტუ. „დრაგაო“
პორტუ - ბრიუგე 0:4
გოლები: 0:1 ფერან ჟუდტგლა (15, პენ), 0:2 სოვა (47), 0:3 ოლსენი (52), 0:4 ნუსა (89)
C ჯგუფი
პლზენი. „დოოსან არენა“
პლზენი - ინტერი 0:2
გოლები: 0:1 ჯეკო (20), 0:2 დუმფრისი (70)
გაძევება: ბუხა (61, პლზენი)
მიუნხენი. „ალიანც არენა“
ბაიერნი - ბარსელონა 2:0
გოლები: 1:0 ერნანდესი (50), 2:0 სანე (54)
D ჯგუფი
ლისაბონი. „ხოსე ალვალადე“
სპორტინგი - ტოტენჰემი 2:0
გოლები: 1:0 პაულინიო (90), 2:0 არტურ გომესი (90+3)
მარსელი. „ველოდრომი“
მარსელი - აინტრახტი 0:1
გოლი: ლინდსტრიომი (43)