სპალეტიმ "აიაქსთან" სასტარტოს როტაცია დააანონსა - ეს კვარაცხელიას შეეხება?

AutoSharing Option
"აიაქსთან" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე "ნაპოლის" მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ ისაუბრა:

"აიაქსი" ჩვენსავით თამაშობს. მათ მოსწონთ ბურთის ფლობა, მაგრამ აქვთ შეტევის ვერტიკალური ინტენსიური გადაწყვეტილებები. პოტენციალი მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ, თუმცა შესაძლებლობების ზღვრამდე. ეს ძალასა და თვისებებს მოითხოვს. საკუთარ თავში ჩახედვა გვმართებს, რათა გავიგოთ, როგორ წარმოვაჩინოთ საუკეთესო უნარები.

საინტერესო შეხვედრა იქნება, მდიდარი ისტორიის კლუბს დავუპირისპირდებით. დიადი რომ გახდე, დიად მოწინააღმდეგეებთან უნდა ითამაშო. გარკვეულ დონეზე საკუთარი ფასეულობის გაზომვის შესაძლებლობა გვექნება. თუ მოვახერხებთ დავამტკიცოთ, რომ ეს შეგვიძლია, კარგი პასუხი
გამოგვივა. გამარჯვების შემთხვევაში, შეიძლება საკვალიფიკაციო ეტაპი ვადამდე გადავლახოთ, მაგრამ ვიცით, გრძელი გზა გველის და გვეყოლება ისტორიაში აღიარებული გუნდი".

სპალეტიმ აგრეთვე აღნიშნა, რომ არაა გამორიცხული, სასტარტოში ცვლილებები განახორციელოს, რასაც არ დააკონკრეტებს. ეს იმით იქნება გამოწვეული, რომ მისი რამდენიმე ფეხბურთელი კარგად ირჯება, თუმცა ყველა მატჩში შეუცვლელად თამაში არ შეუძლიათ.
ასე რომ, დაველოდოთ სპალეტის მიერ ძირითადი შემადგენლობის გამოცხადებას და ვნახოთ, შეეხება თუ არა როტაცია ხვიჩა კვარაცხელიას.

altკრისტიან ძაკარდომ ახსნა, რატომ არ შედგა კვარაცხელიას ტრანსფერი "მილანსა" და "იუვენტუსში"

alt"კვარაცხელია ძალიან ძლიერია, განსაკუთრებით, ერთ კომპონენტში" - "აიაქსის" თავკაცი ხვიჩაზე საუბრობს

alt"შესვენებაზე ფეხბურთს ვთამაშობდით, ბურთს დამიგორებდა და მაგულიანებდა - დაარტყით, მასწ!" - ინტერვიუ ხვიჩას მასწავლებელთან

მკითხველის კომენტარები / 15 /
რატომ ხართ ჟურნალისტები პანიკიორები? კვარა უკვე სპალეტის თილისმაა. წინა თამაშზე რატომ უყვიროდა იცით? რომ ხედავს კვარა ლიდერია და უნდა რომ მისგან მაქსიმალური პოტენციალი გამოწუროს. ადრე სულ აკრიტიკებდა ბურთს დიდხანს ათრევსო. ტორინოსთან მოთხოვა ცენტრში შეიწიეო. იცით რას ნიშნავ ეგ? მარცხენა ნახევარმცველის და ცენტრფორვარდის შესრულება ერთად მოთხოვა. ანუ მალე სრულ თავისუფლების მიცემას აპირებს. უნდა რომ ნელნელა შეაჩვიოს ყველა პოზიციაზე თამაშს ერთდროულად და მეტოქის მცველები კვარას გამო სულ ტერორში ყავდეს. დაგავიწყდათ მილანის მცველები რა დღეში შეიყვანა? მაინც აიკიდა პენალტი და მოგებას გასაქანი მისცა. მილანთან ორივე გოლი კვარას ფლანგიდან გავიდა. ტორინოსთან 2 ზუსტად მახსოვს. მესამე არ მახსოვს.
roma bejanidze
08:59 04-10-2022
2
გუნდი კარგად მიდის, თამაშებს იგებს და რადროს როტაციებია
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული