"კვარაცხელია ძალიან ძლიერია, განსაკუთრებით, ერთ კომპონენტში" - "აიაქსის" თავკაცი ხვიჩაზე საუბრობს

AutoSharing Option
ხვალ, 4 ოქტომბერს ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში ამსტერდამის "აიაქსი" "ნაპოლის" უმასპინძლებს. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ჰოლანდიური კლუბის თავკაცმა ალფრედ შროდერმა მომავალი მეტოქის შესახებ ისაუბრა.

შროდერის თქმით, მისი გუნდი ხვიჩა კვარაცხელიას განსაკუთრებით უნდა უფრთხილდეს.

"ნაპოლი" ძალიან ძლიერი გუნდია, კარგ, კომბინაციურ ფეხბურთს თამაშობს და ჩვენზე ზეწოლის მოხდენას შეეცდებიან, იტალიელებს გარკვეული სისუსტეები აქვთ, თუმცა არც ისე ბევრი, სწორედ ამიტომ არიან დაუმარცხებლები.

"ხვიჩა ძალიან კარგი მოთამაშეა, ინდივიდუალურად შესანიშნავად მოქმედებს, ქართველის შეჩერება გუნდური თამაშით უნდა ვცადოთ, განსაკუთრებით კარგად ერთი-ერთზე თამაშობს, და პიოტრ ჟელინსკისთან ერთად კარგად კომბინირებს, კვარაცხელია,
ჟელინსკი და ლობოტკა, "ნაპოლის" მათი სახით 3 გამორჩეული ფეხბურთელი ჰყავს" - განაცხადა შროდერმა.

შეგახსენებთ, "აიაქსისა" და "ნაპოლის" შეხვედრა ხვალ, თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება.

alt"შესვენებაზე ფეხბურთს ვთამაშობდით, ბურთს დამიგორებდა და მაგულიანებდა - დაარტყით, მასწ!" - ინტერვიუ ხვიჩას მასწავლებელთან

altკარლო ანჩელოტი: კვარაცხელია განსაკუთრებულია


მკითხველის კომენტარები / 6 /
ხვიჩა დღეს აიაქსსაც გადაუვლის ნახავს ყველა ამ საღამოს ნაპოლის ტუზი დაეცა ხვიჩას მისვლით !!!
Zaza
10:08 04-10-2022
0
ბოლო ᲗამაᲨზე დავაკვირდი ლობოტკას,ასეᲗი ფეხბურᲗელები ᲗიᲗქოს არ Ჩანან,მაგრამ დიდ სამუᲨაოს ასრულებს,არᲗმევაზე ᲩაᲨლაზე,Ჩემს Თაობას ემახსოვრება დინამო Თბილისის ფეხბურᲗელი ზაურ სვანაᲫე მე სვანაᲫეს Შევადარებდი.
გადადექი
08:39 04-10-2022
1

სიახლეები პოპულარული