ხოჭოლავა გააძევეს - "კოპენჰაგენი" "სევილიასთან" დამარცხდა

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგაზე G ჯგუფში „კოპენჰაგენი“ გასვლაზე „სევილიასთან“ 0:3 დამარცხდა.

სტუმართა გუნდის მცველი დავით ხოჭოლავა ძირითად შემადგენლობაში იყო და კომპენსირებულ დროში ისკოსთან უხეშობის გამო გააძევეს.

ისკომ ანდალუსიურ გუნდში პირველად დალაშქრა მეტოქეთა კარი.

„კოპენჰაგენს“ მიმდინარე ტურნირზე გოლი არ გაუტანია, 2 ქულით აუტსაიდერია და 3 ნოემბერს, ბოლო ტურში, „დორტმუნდს“ უმასპინძლებს.

სევილია. "სანჩეს პისხუანი"
სევილია - კოპენჰაგენი 3:0
გოლები: 1:0 ელ-ნესირი (61), 2:0 ისკო (88), 3:0 მონტიელი (90+4)
გაძევება: ხოჭოლავა (90+5)

მკითხველის კომენტარები / 3 /
უკადრებელი არ უნდა იკადრო.არსად და არასდროს.
გიზოგ
13:49 26-10-2022
1
ნუ გავაკრიტიკებთ ძაან გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე დაზიანებული კუნთით ნემსებით თამაშობს და ეტყობა სადღაც უმტყუნა ნერვებმა ან სხვა რამე უნდოდა და არ გამოუვიდა.
ტტტ
23:57 25-10-2022
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული