ამ გამარჯვების შედეგად „ინტერი“ პლეი-ოფში გავიდა, „ბარსელონა“ მესამე ადგილზე დარჩა და ევროპა ლიგაზე მოუწევს ასპარეზობის გაგრძელება. ასე რომ, დღეს კატალონიური გუნდისთვის „ბაიერნთან“ მატჩს არავითარი პრაქტიკული მნიშვნელობა არ აქვს.
„ბაიერნმა“ გასულ ტურში მოიპოვა პლეი-ოფის საგზური, „პლზენი“ კი ჯგუფში ჩარჩა და მომავალ სეზონამდე დაემშვიდობა ევროტურნირებს.
მილანი. "სან სირო"
ინტერი - პლზენი 4:0
გოლები: 1:0 მხითარიანი (35), 2:0 ჯეკო (42), 3:0 ჯეკო (66), 4:0 ლუკაკუ (87)