"ნაპოლიმ" კვარაცხელიას გარეშე გაიმარჯვა და ჯგუფში ბოლო მატჩს "ენფილდზე" გამართავს

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურში "ნაპოლიმ" საკუთარ მოედანზე "რეინჯერსს" 3:0 მოუგო, ყველა ტურნირზე ზედიზედ მე-12 გამარჯვება იზეიმა და თავისი რეკორდი დაამყარა.

მასპინძელთა გუნდის მწვრთნელმა სპალეტიმ რიგი წამყვანი ფეხბურთელები და მათ შორის კვარაცხელია არ ათამაშა და  "ნაპოლიმ" მაინც ადვილად იმარჯვა.

"ნაპოლი" 15 ქულით ლიდერია და 2 ნოემბერს, ბოლო ტურში, გასვლაზე უახლოეს მდევარ "ლივერპულს" დაუპირისპირდება, რომელმაც დღეს ამსტერდამში "აიაქსს" 3:0 სძლია.

თუ "ნაპოლიმ" "ენფილდზე" სამბურთიანი სხვაობით არ წააგო, ჯგუფში პირველ ადგილს დაიკავებს.

ნეაპოლი. "დიეგო მარადონა"
ნაპოლი - რეინჯერსი 3:0
გოლები: 1:0 სიმეონე (11),
2:0 სიმეონე (16), 3:0 ოსტეგორი (80)

მკითხველის კომენტარები / 28 /
დღეს მთელი იტალიური პრესა წერდა, რომ როტაცია იქნებოდა და მეორე შემადგენლობით ითამაშებდა ნაპოლი. კაი ქართველებმა ვერ გაიგეს ეგ ამბავი და აგერ ზოგი ბედნიერიც კია კვარა სკამს ხეხავსო და ზოგი იგინება, რასქვია სკამზე დასვითო, ეგ აქაურ გულშეატკივარში არ მიკვირს, იმიტომ რომ ვერც წაკითხულიდან გამოაქვს აზრი უმრავლესობას და ვერც მოსმენილიდან. მაგრამ ამ კომენტატორებს რაღა დაემართათ?
რაღაც თავის მართლების რეჟიმში რომ საუბრობდნენ, იცით ამას უნდა შევეგუოთ, რომ ხანდახან დაასვენებს კვარას და სულ არ ითამაშებს, ამაში საგანგაშო არაფერია...და ეგეთ სისულელეებს რატომ ლაპარაკობდნენ ვინმე ამიხსნის?
ეგ ისედაც ნათელია, რომ როცა ყველაფერი გადაწყვეტილია, ძირითადის შემადგენლობა დაისვენებს და როტაციები იქნება, რად უნდა ამას თავის მართლების რეჟიმში ლაპარაკი? და რა ამით, რისი თქმა გინდათ? რაც ჩავიდა ნაპოლიში კვარაცხელია, ოდესმე ვინმეს იმის საბაბი მისცა, რომ ძირითადში მოხვედრის პრობლემა ექნებოდა?
ქართველი უვიცი ვითომ გულშეატკივრის გარდა ეგ არავის უთქვამს.
როგორც კი მივიდა, ელმასი ეგრევე სკამზე აღმოჩნდა, აგერ სიმეონე ძაან მაგარი ფეხბურთელია და რასპადორიც მარა თითქმის სულ სკამზე არიან, სათადარიგოდ ითვლებიან, კვარა კი არასოდე ჩათვლილა სათადარიგო ფეხბურთელად. ლიდერად ჩამოყალიბდა და ამაზე კითხვის ნიშანი არც არსებობს.
რა საჭიროა ეგ ეჭვებით და შიშით ლაპარაკი, ისედაც არაფერს კითხულობს გულშემატკივარი და კომენტატორი რომ ხარ კიდე რატომ აძლევ იმის საბაბს , რომ ცხვრებივით აყვნენ ერთმანეთს და არასწორად გაიგონ რაც ხდება.
მართლა არვიცი რაუნდა ამ ხალხს.
Spain
01:36 27-10-2022
3
ზაფხულზე ხალხი რომ იძახდა ,სკამის სახეხად მიჰყავთ ხვიჩა ნაპოლშიო, ან ბურთის მომტანადო, აი ის დაობებული ხალხი დავინახე კომენტარებში, ისევ გამოჩენილან და უხარიათ ხვიჩა ზამენაზე იყოო.
რა გიყოთ. რით დაგრხმაროთ.
მესმის თქვენიც, რამდენი ხანი ელოდით, ერთი თამაში მაინც ყოფილიყო სკამზე ხვიჩა :))
რა ცუდია ამდენი წარუმატებელი ადამიანი რომ ცხოვრობს ან ქვეყანაში :)

ერთი ამხანაგური შეხვედრა დაიწყო კიდე სკამიდან ზაფხულში და მაშინაც ეგ ხალხი წერდა, აი ხო ვამბობდი სკამს გახეხავსო.
მართლა ძალიან მებრალებით. გულით
Spain
01:21 27-10-2022
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული