დრამატული ბოლო წამები მადრიდში - საფინალო სასტვენის შემდეგ დანიშნული პენალტი და ჯგუფში ჩარჩენილი "ატლეტიკო" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის B ჯგუფში მადრიდის "ატლეტიკომ" "ლევერკუზენს" უმასპინძლა, შეხვედრა ფრედ, 2:2 დასრულდა.

პირველ ტაიმში მასპინძლების მხრიდან იანის კარასკომ მუსა დიაბისა და კალუმ ჰუდსონ ოდოის გოლებს უპასუხა, 50-ე წუთზე როდრიგო დე პაულმა ანგარიში გაათანაბრა.

"როხი ბლანკოს" ჯგუფური ეტაპის დასაძლევად ხსენებულ მატჩში 3 ქულა სჭირდებოდა, თუმცა კიდევ ერთი გოლის გატანა ვერ მოახერხა.

შეხვედრის მთავარი არბიტრის მიერ კომპენსირებულ 5 წუთში "ჩოლოს" შეგირდებმა კუთხური ჩააწოდეს, გერმანელებმა გამოიტანეს და მატჩიც დასრულდა, თუმცა 3 სასტვენის შემდეგ მსაჯს ყურში გადასცეს, რომ ხელით თამაში იყო და არბიტრმაც VAR-ზე
გადამოწმების შემდეგ პენალტი დანიშნა. ნიშნულთან კარასკო მივიდა, თუმცა ვერ გამოიყენა, მადრიდელებმა დამატებაზე 2-ჯერ ითამაშეს, თუმცა გოლი არა და არ გავიდა.

ასე და ამგვარად, "ატლეტიკო" ჯგუფში ჩარჩა, ბოლო ტურში კი, 1-ელ ნოემბერს "პორტუს" ესტუმრება. იმ შემთხვევაში, თუ ესპანელები პორტუგალიაში ვერ მოიგებენ და "ლევერკუზენი" საკუთარ კედლებში "ბრიუგეს" დაამარცხებს, მაშინ "როხიბლანკო" ჯგუფში მე-4 ადგილზე გავა...

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული