აღსანიშნავია, რომ ლუჩანო სპალეტის შეგირდებმა ჯგუფში საწყისი 5 ტურიდან ყველა მატჩში მიაღწიეს გამარჯვებას, რითაც იტალიური კლუბებიდან "მილანისა" და "იუვენტუსის" შედეგი გაიმეორეს.
მსგავსი ნიშნული 1992/93 წლების სეზონში "როსონერიმ" დააფიქსირა, "ვეკია სინიორამ" კი ეს 2004/05 წლების სეზონში გააკეთა.
აღსანიშნავია, რომ "ნაპოლიმ" ყველა ტურნირზე ზედიზედ 12 მატჩი მოიგო და ამით პირადი რეკორდი დაამყარა. აქამდე ნეაპოლელებმა გამარჯვებას ისტორიაში ზედიზედ 11 შეხვედრაში 1986 წელს მიაღწიეს, როდესაც გუნდში ლეგენდარული დიეგო მარადონა თამაშობდა.