ჩემპიონთა ლიგა. VI ტური: "ტოტენჰემი" პლეი-ოფის "მატარებელს შეახტა" - 16-დან 14 მერვედფინალისტი ცნობილია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის მეექვსე, დასკვნით ტურში, პლეი-ოფის საგზური „ტოტენჰემმა“ და „აინტრახტმა“ მოიპოვეს. აღსანიშნავია, რომ ლონდონურმა გუნდმა გამარჯვების გოლი კომპენსირებულ დროში გაიტანა.

უკვე ცნობილია ჩემპიონთა ლიგაზე პლეი-ოფის 16 მონაწილიდან 14 კლუბი: "მანჩესტერ სიტი", "ნაპოლი", "რეალი", "ბაიერნი", "ბრიუგე", "დორტმუნდი", "ჩელსი", პსჟ, "ბენფიკა", "ინტერი", "ლივერპული", "პორტუ", "ტოტენჰემი" და "აინტრახტი".

„ბაიერნი“ ერთადერთი გუნდია, რომელმაც ყველა მატჩი მოიგო (საერთო ანგარიშით 18:2). ეს ზედიზედ მეორედ შეძლო (ისტორიაში მესამედ) და რეკორდი დაამყარა. ჩუპო-მოტინგმა "ბაიერნში" ყველა ტურნირზე ზედიზედ მეექვსე შეხვედრაში გაიტანა.

"რეინჯერსმა" ანტირეკორდი დაამყარა - ყველა მატჩი საერთო ანგარიშით
2:22 წააგო.

A ჯგუფი

ლივერპული. "ენფილდი"
ლივერპული - ნაპოლი 2:0
გოლები: 1:0 სალაჰი (85), 2:0 ნუნიესი (90+10)

გლაზგო. "აიბროქსი"
რეინჯერსი - აიაქსი 1:3
გოლები: 0:1 ბერგეისი (4), 0:2 კუდუსი (29), 1:2 ტავერნე (87, პენ), 1:3 კონსეისაუ (89)

B ჯგუფი

ლევერკუზენი. "ბაიარენა"
ბაიერი - ბრიუგე 0:0

პორტუ. "დრაგაო"

პორტუ - ატლეტიკო 2:1
გოლები: 1:0 ტარემი (5), 2:0 ეუშტაკიო (24), 2:1 მარკანო (90+4, საკ. კარში)

C ჯგუფი

მიუნხენი. "ალიანც არენა"
ბაიერნი - ინტერი 2:0
გოლები: 1:0 პავარი (32), 2:0 ჩუპო-მოტინგი (72)

პლზენი. "დოოსან არენა"
პლზენი - ბარსელონა 2:4
გოლები: 0:1 მარკოს ალონსო (6), 0:2 ფერან ტორესი (44), 1:2 ხორი (51, პენ), 1:3 ფერან ტორესი (54), 2:3 ხორი (63), 2:4 პაბლო ტორე (75)

D ჯგუფი

მარსელი. "ველოდრომი"
მარსელი - ტოტენჰემი 1:2
გოლები: 1:0 მბემბა (45+2), 1:1 ლანგლე (54), 1:2 ჰეიბერგი (90+5)

ლისაბონი. "ხოსე ალვალადე"

სპორტინგი - აინტრახტი 1:2
გოლები: 1:0 არტურ გომესი (39), 1:1 კამადა (62, პენ), 1:2 კოლო მუანი (72)

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული