71 წლის კინორეჟისორის თქმით, მიმდინარე სეზონში "ნაპოლის" ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლია.
- რას ფიქრობთ "აინტრახტთან" დაპირისპირებაზე?
- სიმართლე გითხრათ, თავდაპირველად გამიხარდა, რადგან რთული მეტოქე არ შეგვხვედრია, თუმცა ფრანკფურტელებს მიმდინარე სეზონში დიდი გეგმები აქვთ, ისინი ბუნდესლიგის ჩემპიონობისთვის იბრძვიან. ველი, რომ ორმატჩიანი დაპირისპირება საინტერესო და უხვგოლიანი გამოვა. არ ვფიქრობთ, რომ მათზე უკეთესი გუნდი ვართ, შანსები თანაბარია.
- მოწინააღმდეგე გუნდი
- ივან ნდიკა, მარიო გიოტცე და კოლო მუანი, ამ უკანასკნელმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრწყინვალედ იასპარეზა.
- შეუძლია თუ არა "ნაპოლის" ჩემპიონთა ლიგის მოგება?
- ძლიერი გუნდი გვყავს, თუმცა ჩემპიონთა ლიგაზე სუსტი მეტოქეები არ არსებობენ. მჯერა, რომ "ნაპოლის" ამ ტურნირის მოგება შეუძლია. მართალია, ფავორიტად არ ვითვლებით, თუმცა ვეცდებით, სიურპრიზი შემოგთავაზოთ" - განაცხადა დე ლაურენტისმა.
შეგახსენებთ, გუნდებს შორის პირველი დაპირისპირება გერმანიაში 22 თებერვალს, თბილისის დროით 00:00 საათზე გაიმართება.
"ოსიმენმა, სპალეტიმ და დე ლაურენტისმა "ნაპოლი" უნდა დატოვონ" - ფედელე აგრძელებს
ოსიმენი გაფრინდა და რონალდოს რეკორდი დაამხო
diariogol: კვარაცხელიამ ანჩელოტი იმდენად მოხიბლა, რომ პერესს მისი შეძენა სთხოვა