"ახლა ვფიქრობ, რომ ყველაფერი დასრულდა, მაგრამ..." - კლოპმა "რეალთან" მატჩზე ისაუბრა

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში "ლივერპულმა" "რეალს" უმასპინძლა და 2:5 განადგურდა.

მატჩის დასრულების შემდეგ კომენტარი "მერსისაიდელთა" მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა გააკეთა:

"სავარაუდოდ, კარლო ანჩელოტი ფიქრობს, რომ ამ წყვილში ყველაფერი გაირკვა და ახლა მეც იმავე აზრზე ვარ. 

შემდეგ თამაშამდე 3 კვირა დრო კიდევაა და ყველაფერი შესაძლოა შეიცვალოს. ჩვენ მადრიდში მხოლოდ მოსაგებად ჩავალთ, ახლა მარტო ამის თქმა შემიძლია", - აღნიშნავს კლოპი.
მკითხველის კომენტარები / 5 /
მოსაგებად კი მამა გიცხონდა!რა ანგარიში გაწყობს ნეტა აა!!კაი კა ი კი ხარ მარა რეალი მაინც რეალია! მაინდამაინც ნუ გაუთამამდებით თორემ !!როგორც ტრიფონია იტყოდა ის შავი კაცი ვინღა იყო ნეტა?!
ზ.გ.
14:24 22-02-2023
3
ჰერ იურგენ თქვენ ენფილდზეც მოსაგებად გახვედით, მაგრამ ყველაფერი რითაც დასრულდა კი ვნახეთ, ოპტიმისტობა კარგია, მაგრამ ცოტა რეალისტებიც უნდა ვიყოთ
მამუკა
13:35 22-02-2023
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული