ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი: "ჩელსი" და "ბენფიკა" მეოთხედფინალში გავიდნენ [VIDEO]

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის ორი საპასუხო მერვედფინალური მატჩი გაიმართა და შემდეგ ეტაპზე გასული ორი გუნდი გაირკვა.

ლონდონში საცობების გამო „დორტმუნდს“ სტადიონზე მისვლა დააგვიანდა და მატჩის დაწყება 10 წუთით გადაიდო. პირველი ტაიმი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. სტერლინგმა მასპინძლები 43-ე წუთზე დააწინაურა და ორი შეხვედრის ჯამში ანგარიში გათანაბრდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში ჩილელის მიერ ჩაწოდებული ბურთი საჯარიმოში ხელზე ვოლფს მოხვდა. მსაჯმა ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ პენალტი დანიშნა. ჰავერცის დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა, მაგრამ არბიტრმა ჩათვალა, რომ წესების დარღვევას ჰქონდა ადგილი (გერმანელმა ფეხბურთელებმა დროზე ადრე შეირბინეს საჯარიმოში) და
კაიმ მეორე ცდიდან გაიტანა. „ბორუსიამ“ საპასუხოდ დიდი ძალებით შეუტია, მხოლოდ ერთი მომენტი ჰქონდა, რომელიც ბელინგემმა ვერ გამოიყენა და "ჩელსიმ" გაიმარჯვა.

„ბენფიკას“ „ბრიუგე“ ბელგიაში 2:0 ჰყავდა დამარცხებული, ხოლო სახლში 5:1 გაანადგურა.

ლონდონი. „სტემფორდ ბრიჯი“. 38 882 მაყურებელი
ჩელსი - დორტმუნდი 2:0
გოლები: 1:0 სტერლინგი (43), 2:0 ჰავერცი (53, პენ)

ლისაბონი. „და ლუში“. 60 960 მაყურებელი
ბენფიკა - ბრიუგე 5:1
გოლები: 1:0 რაფა სილვა (38), 2:0 გონსალუ რამუში (45), 3:0 გონსალუ რამუში (57), 4:0 ჟოაუ მარიო (71, პენ), 5:0 ნერესი (77), 5:1 მეიერი (87)

მკითხველის კომენტარები / 5 /
ჩელსის სიტიზე და პსჟ ზე დიდი ისტორია აქ !!!!!!
!!!!
08 მარტი 2023 13:25
2
ნეტა რაიცით ამ ისტორიაში რომელი კლუბი როგორ გახდა წარმატებული? მაფიოზების ხელში იყო ფეხბურთი ესპანეთში და იტალიაში. დღეეს დღესაა მთავარი ვინ უფრო ძლიერია, თორე ცვრენა ზვედას და სტიაუას აქვთ მოგებული ლიგა და მან. სიტის და პსჟ_ს არა. დღეს უხერხულია შეადარო ერთმანეთს ისინი.
123
08 მარტი 2023 16:03
0
ჩელსი ძლივს გავიდა და ფინალამდე მიღოღდება?!
ვინ მიასუნინებს აბრამოვიჩის ყოფილ გუნდს ფინალამდე?
ლაშა
08 მარტი 2023 11:19
4
ჩელსი შეიძლება ფინალამდე გაღოღდეს და პრემიერ ლიგაში 10_ეულშიც ვერ მოხვდეს.
ika
08 მარტი 2023 08:30
2
რეალივით ჩელსიც ლიგის გუნდია. ინგლისში ყველა ტენის, ლიგაზე ყველას აგდებენ.
123
08 მარტი 2023 08:17
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული