ნეაპოლი ცეცხლის ალშია - გერმანელი ფანები ქალაქში ძალადობენ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგაზე "ნაპოლისა" და "აინტრახტის" მატჩის წინ ქალაქში არეულობაა - მიუხედავად იმისა, რომ უსაფრთხოების მიზნით გერმანელ ულტრასებს თამაშზე დასწრების ნება არ დართეს, მათი ნაწილი მაინც ჩავიდა ნეაპოლში, სადაც ტიფოზებთან დაპირისპირებები მოხდა.

ფრანკფურტელმა ფანებმა დილიდან ქალაქში მსვლელობა მოაწყვეს. მათ "ატალანტას" გულშემატკივრები შეუერთდნენ, ტრანსპორტის მოძრაობა შეაჩერეს და შეტაკებებს აქვს ადგილი. ქუჩებში დამტვრეულია ავტომობილები, ისმის აფეთქებების ხმები და ხანძარია.

"კორიერე დელო სპორტი" იტყობინება, რომ ქუჩები საბრძოლო მოქმედებების ადგილად გადაიქცა. პოლიცია წესრიგის დამყარებას და ქალაქიდან დაუპატიჟებელი სტუმრების გაყვანას ცდილობს. ქალაქის მერი გაეტანო მანფრედი პირადად
ხელმძღვნელობს ვითარების დასტაბილურებას.

ადგილობრივი გამოცემების ცნობით, სიტუაციის გაუარესებაა მოსალოდნელი. არ არის გამორიცხული, მატჩი საერთოდ არ გაიმართოს, რადგან შეიძლება ფანებმა სტადიონზე ძალით შეღწევა სცადონ.

მკითხველის კომენტარები / 24 /
ნაცები ხომ არ ჩავიდნენ, რუსულ კანონს აპროტესტებენ
კგ
22:10 15-03-2023
28
რამდენს ბედავენ ეს შობელძაღლები?!
გია
22:04 15-03-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული