სპალეტი: იტალიურ გუნდთან შეხვედრა არ მინდოდა - ფავორიტი "მილანია"

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში "ნაპოლი" "მილანს" შეხვდება - 12 აპრილს სტუმრად და 18 აპრილს სახლში, იქამდე კი 2 აპრილს იტალიის ჩემპიონატზე უმასპინძლებს. მომავალი დაპირისპირებების შესახებ კომენტარი ნეპოლური გუნდის მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ გააკეთა:

"მერვედფინალში "აინტრახტს" ვძლიეთ, რთული მატჩები გვქონდა, მრავალი წყალქვეშა დინებებით, რადგან როდესაც ყველა ამბობს, რომ ფავორიტი ხარ, ეს შენზე დიდ ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენს. გამარჯვებამ  სიხარული მოგვანიჭა, რამეთუ ისტორიულ შედეგს მივაღწიეთ. ისიც ჭეშმარიტებაა, რომ ბედნიერება შემდეგ რაუნდამდე გრძელდება და ეს ქალაქი მეტ სიხარულს იმსახურებს.

ვინ
არის ახლა ფავორიტი? იტალიურ გუნდებთან შეხვედრა არ მსურდა. მხოლოდ არაკომპეტენტური ადამიანები ამბობენ, რომ წილისყრისას გაგვიმართლა. ეს ტურნირი "მილანზე" მეტჯერ მხოლოდ "რეალმა" მოიგო. ისტორია ყველაფერზე მეტყველებს. საერთაშორისო არენაზე გამოცდილებას ძირითადი მნიშვნელობა აქვს. ამ მხრივ "მილანი" ფავორიტია. მათ ძლიერი "ტოტენჰემი" გამოაგდეს.

ვინ თქვა, რომ ადვილი შეხვედრები გველის? შეფასებებში თავშეკავებული უნდა იყო. ამით შედეგს ვერ მიაღწევ. "მილანი" მუდვიმად პროგრესირებს, რთული პერიოდი უკან მოიტოვა და თავისი თამაში იპოვნა. მათთან მოკლე პერიოდში სამი შეხვედრის ჩატარება მოგვიწევს და ის გაიმარჯვებს, რომელიც უკეთეს ფორმაში იქნება. "მილანი" ძალიან ძლიერი მეტოქეა".

მკითხველის კომენტარები / 29 /
ეს ისეთი კომენტარია-
ფულს რო გაჩუქებენ,თან რო მაგრა გიხარია და თან ამბობ "რა საჭირო იყო ახლა ეს ა?"
Levani
17 მარტი 2023 19:28
6
მეც ასე ვფიქრობ, ნაპოლისთვის ამჟამად ყველაზე სასურველი მოწინააღმდეგე.
ფეხბურთის ძველი გულშემარკივარი, ავთო ჭკუასელის დროიდან.
17 მარტი 2023 21:01
4
საერთოდ არ ვთვლი რომ ნაპოლის გაუმართლა. ვინც ამას ფიქრობს როგორც მინიმუმ ფეხბურთის სიღრმეებში ვერ ერკვევა. მილანი სერია ა ში როგორც არის იმისგან რადიკალურად განსხვავებული იქნება. 7 ლიგააქ მაგგუნდს მოგებული და გენებშიაქვთ ეგტურნირი
ქართველი
17 მარტი 2023 19:32
38
გეთანხმებით, რომ ძალიან რთული მოწინააღმდეგე იქნება, მაგრამ სადღაც მცირე უპირატესობა გვაქვს. აქ უკვე მთავარია, სპალეტის ვაჟკაცობა.
მარმალისი.
17 მარტი 2023 20:09
4
ბარემ ისიც გეთქვა ტოტენჰემი რომ გამოაგდო :)
კაპიტან გარდენბურგი
17 მარტი 2023 20:27
4
ადვილად მოუგებენ მილანს ორივე თამაშს თვითონაც კარგად იცის ეს სპალეტიმ, ესე იმიტომ ლაპარაკობს ფსიქოლოგიურად ამზადებს ნაპოლის რო არ მოდუნდნენ.
გიო
17 მარტი 2023 20:44
6
ეს ღადაობს ხოო??? ისეთი ბადე შეხვდა უკეთესს რომ ვერ ინატრებდა! ვინ უნდოდა აბა? ბაიერნი, რეალი, თუ სიტი? იდეალური ბადე შეხვდა და მიხედოს ეხლა საქმეს.
მურთო
18 მარტი 2023 00:43
15
ნუ ტირიხარ ლუჩანოო....აბა რეალი და სიტი გინდოდა...ხვიჩაააა ფინალი გარანტირებული გაქვს კარგო კაცო
Rezo
17 მარტი 2023 23:12
17
ტურნირის ამ ეტაპზე საერთოდ აზრს მოკლებულია რამე გამართლებაზე საუბარი...
Talo
17 მარტი 2023 20:15
2
გეთანხმები 100% ით, ფაქტიურად მსოფლიოს 8 საუკეთესო გუნდია, რომელ გამართლებაზეა საუბარი, ყველაფერს რომ თავი დაანებო და მხოლოდ მილანის ისტორიას გადახედო, საკმარისია.
მეგრელი
17 მარტი 2023 21:21
3
არადა მართალს ამბობს. მილანთან საკმაოდ გაუჭირდათ სერიაში, ინტერთან და ლაციოსთან საერთოდ წააგეს, რომაც მაგრად ეჭიდავა და იტალიურ გუნდებს ვერავინ ვერ იტანს, მაგ თამაშის მოკვლისა და ჩაკეტვის გამო. მაგრამ მილანი ცოტა სხვანაირად თამაშობს და ისევ შეჩვეული ჯობია კიდევ რეალზე, ბაიერნსა და სიტიზე ფიქრს. ერთი ეგაა, რომ სამი შეხვედრა ახლო-ახლოს ნერვების ბრძოლაც იქნება.
nika
17 მარტი 2023 20:20
3
მილანი ყველაზე სასურველი მეტოქეა. ზოგს რომ კითხო მილანი თურმე გამოცდილებით მოუგებს ნაპოლის. ამ 8 გუნდში მილანი, ინტერი და ჩელსი ყველაზე სუსტები არიან. იმას არ ვამბობ რომ შანსები არ აქვთ, მაგრამ ნაპოლი ბევრად ძლიერია, ამას ემატება ის რომ მილანი ხასიათის გუნდია ძალიან არასტაბილური. ნაპოლის თუ თამაში წაუვიდა იუვენტუსი მონაგონი იქნება. მთავარია ინტერმა ბენფიკა აგვარიდოს. დამიჯერეთ ნაპოლისთვის ყველაზე მეტ საფრთხეს ბენფიკა წარმოადგენს.
დათო
17 მარტი 2023 20:49
3
ყველაზე მეტი საფრთხე ბაიერნი და სიტი იყო
დავით 67
17 მარტი 2023 20:58
4
რანაირადაა ბენფიკა საფრთხე, როცა ინტერმა მოუგო ნაპოლის ამ სეზონში. ფაქტია, რომ ნაპოლის ყველაზე მეტად ჩაკეტილი ფეხბურთის წინააღმდეგ უჭირს თამაში. გავიხსენოთ იგივე ლაციო და ფიორენტინა
გიო
18 მარტი 2023 01:49
1
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში სუსტი გუნდის გასვლა,გამორიცხულია.ყველამ ბრძოლით დაიმსახურა ის ადგილი.მილანს შესაძლოა მეტი გამოცდილება აქვს,მაგრამ სხვა გუნდებსაც არანაკლები გამოცდილება აქვთ და თანაც ბოლო წლებში.ნაპოლი კი,მილანს და ინტერს,სხვებზე უკეთ იცნობს.ასე რომ შესაძლოა ნაპოლისთვის,უკეთესიც კი იყოს,მილანთან შეხვედრა.ძალიან კარგად ათამაშდა მილანი,მაგრამ ნაპოლიც კარგად თამაშობს და მათ წინააღმდეგ,ნაკლები კომპლექსები ექნებათ,გამოუცდელობის გამო.ნაპოლის პრაქტიკულად განაღდებული აქვს ჩემპიონობა და მილანისაგან განსხვავებით,შეუძლია ლიგის მატჩების წინ,ჩემპიონატის თამაშებში, თავს დასვენების საშუალება მისცეს.მილანს კი,არც ამ ფრონტზე ექნება მოდუნების უფლება.ესეც პლიუსია.
სოსო
17 მარტი 2023 22:24
3
როდესაც წარმატების ტალღაზე ხარ, როგორც კი თავს დასვენების საშუალებას მისცემ, იქ იწყება შენი დასასრული.
პატივისცემით.
ჰაჰა
18 მარტი 2023 11:25
0
რა თქმა უნდა მართალი ხარ!უბრალოდ ის ვიგულისხმე,რომ ნაპოლის ჰყავს სხვა ფეხბურთელებიც,რომლებსაც ასევე აუცილებლად სჭირდებათ სათამაშო დრო.მათი დატვირთვით,ძირითადის რამდენიმე ფეხბურთელი დაისვენებს და მხოლოდ შეცვლაზე შემოვა.არც ფორმას დაკარგავენ და სულსაც მოითქვამენ ,სათადარიგოები კი,ფორმაში დარჩებიან.სხვანაირად,ორ ფრონტზე,შეიძლება ძალები არც ეყოთ.ჩემპიონატში მცირე დანაკარგები,ვერაფერს დააკლებთ,აი ლიგაზე კი,ერთი ფეხის დაცდენა,შესაძლოა საბედისწერო გამოდგეს.
სოსო
18 მარტი 2023 20:24
0
მე მგონი ყველას ეკაიფება...
პეტროსი
17 მარტი 2023 22:14
4

სიახლეები პოპულარული