პსჟ და "მანჩესტერ სიტი", ორი გუნდი, რომელთაც გეოგრაფიის
იტალიური კლუბის ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვება ახლა მთელი ქვეყნის წარმატება იქნება, თუმცა, მოგეხსენებათ, "მილანის" გულშემატკივარს ურჩევნია, თანაქალაქელ და ამავდროულად, მოსისხლე მტერ "ინტერზე" მეტად ტიტული, პირობითად, "ბენფიკამ" მოიპოვოს. აპენინებზე ესპანურ-ინგლისური ჰეგემონია ძალიან მობეზრდათ, თანაც ფინალისტის ერთ საგზურს, ფაქტობრივად, ერთმანეთში ათამაშებენ და სამი გუნდის გულშემატკივართა ("მილანი", "ნაპოლი", "ინტერი") მიღმა უმრავლესობას ენდომება, ფინალში მათი ქვეყნის ის წარმომადგენელი გავიდეს, რომელიც გადამწყვეტ მატჩში ნებისმიერის დაჯაბვნას შეძლებს - კარლო ანჩელოტის "სამეფო კლუბისაც" თუ მუდამ მძლავრი მიუნხენის "ბაიერნის". "იუვენტუსის" წაგებული ფინალები ყველას ახსოვს. თუკი ტრადიციებით გავზომავთ, ამის ყველაზე მეტი შანსი "მილანს" აქვს, თუმცა ნეაპოლურ კლუბს წელს ყველაფერი შეუძლია. მართალია, სეზონის მიწურულს იდეალური ფორმა "გაექცათ", თუმცა ლუჩანო სპალეტის ბიჭები სკუდეტოს 33-წლიანი განშორების შემდეგ უახლოვდებიან და რაც მთავარია, ამ გუნდს ჰყავს კვარაცხელია-ოსიმენის მძლავრი დუეტი, მათთვის კი მიუწვდომელი სიმაღლეები არ არსებობს.
ქართველი გულშემატკივრები იტალიელებს ემოციურად დავუკავშირდით. წლების წინ კახა კალაძის ფაქტორის გამო "მილანი" იყო ის გუნდი, რომელსაც ჩემპიონთა ლიგაზე ვგულშემატკივრობდით. ქართველი მცველი თასს ორჯერ შეეხო - ჯერ ტურინის "იუვენტუსს" აჯობეს ფინალში, შემდეგ "პაპა კარლოს" გუნდი სტამბოლში (სადაც წლევანდელი ფინალიც ჩატარდება) "ლივერპულთან" სასწაულად (3:0-იდან) დამარცხდნენ, თუმცა ორი წლის შემდეგ "წითლებთან" რევანში აიღეს. ახლა ჩვენი მთელი გულშემატკივრობა "ნაპოლის" მხარესაა. როგორც გამოცდილება გვაჩვენებს, ამ საქმეში გვიმართლებს და ერთხელაც ვნახოთ!..
შეგახსენებთ, "მილანისა" და "ნაპოლის" პირველი მატჩი ოთხშაბათს, 12 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება. წყვილში გამარჯვებული ნახევარფინალში "ინტერსა" და "ბენფიკას" შორის საუკეთესოს დაუპირისპირდება.
თუკი ხვიჩა ვიქტორს შეცვლის - კვარაცხელია ანრის გზაზე თუ ბესტის სტილში?
"ნაპოლი" ჩამოწერეს? - ანჩელოტიმ და მალდინიმ ჩემპიონთა ლიგის ფინალში შეხვედრა "დაგეგმეს"
"მისგან განსხვავებით, ლეაო მთელ გუნდს იყოლიებს" - პანუჩიმ ქართველისა და პორტუგალიელის დუელზე ისაუბრა
ისეთი თამაში დადო სიტიმ მგონი იგებს ჩემპიონთა ლიგას. სიტი რომ ჩემპიონი გახდეს რაღაცნაირად იმედგაცრუება იქნება ჩემთვის. სიმდიდრის, ფულის და შეიხების ზეიმი. ხო შეიძლება ერთხელაც ისეთმა გუნდმა მოიგოს, ვისაც ამხელა ფინანსური შესაძლებლობა არ აქვს. ყველაფერი ფინანსებთან დაკავშირებული როგორ არის :(