კოვაჩს ამ სეზონში მსაჯობას აუკრძალავენ - რა შეღავათია ეს "ნაპოლისთვის"?

AutoSharing Option
"მილანისა" და "ნაპოლის" ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში უნგრული წარმოშობის რუმინელმა მსაჯმა იშტვან კოვაჩმა რიგი შეცდომები დაუშვა, რამაც შედეგზე გავლენა მოახდინა და აგრეთვე სტუმართა გუნდის ფეხბურთელები ფრანკ-ზამბო ანგისა და კიმ მინ ჯე საპასუხო შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებენ, რაც ნეაპოლელთათვის სერიოზული დანაკლისია. მოკლედ, ნებსით თუ უნებლიედ რეფერიმ გადაწყვეტილებები მასპინძელთა სასარგებლოდ მიიღო.

კოვაჩმა რაფაელ ლეაო იმის გამო არ გააფრთხილა, რომ კუთხურის ალამი ფეხით გატეხა, პიოტრ ზილენსკის წაქცევისთვის ყვითელი ბარათი რადე კრუნიჩს არ უჩვენა, შემდეგ კი ანგისა გააძევა.

internapoli კოვაჩის მუშაობას კატასტროფას უწოდებს
და იტყობინება, რომ "სან სიროზე" მატჩს უეფას სამსაჯო კომიტეტის ხელმძღვანელი რობერტო როზეტი დაესწრო და უკმაყოფილება ვერ დამალა. მოკლედ, კოვაჩს უეფა ამ სეზონში ევროტურნირებზე მსაჯობას აუკრძალავს. ეს "ნაპოლისთვის" დიდი ვერაფერი შეღავათია, თუმცა საპასუხო მატჩზე დანიშნული არბიტრისთვის საჭირო სიგნალი იქნება. თანაც, "დიეგო მარადონაზე", სავარაუდოდ, მსაჯი ამდენს ვერ გაბედავს.

მკითხველის კომენტარები / 7 /
ეს მსაჯი ძალიან დიდი ალბათობით არის კორუმპირებული; სხვა ახსნა მის საქციელს უბრალოდ არ აქვს. მას უნებლიე შეცდომა არ დაუშვია, მოქმედებდა გამიზნულად და ეს დაიწყო ხვიჩას ორი "საეჭვო" აუტით, სადაც დაემუქრა კიდეც გაგრთხილებით, ანუ "წაემუშავა" ფსიქოლოგიურად. აღარაფერს ვამბობ "იმ" საკვანძო ჯარიმაზე... არ გააფრთხილა არცერთი მილანელი, რომელიც შემდეგ თამაშს გამოტოვებდა და სამაგიეროდ წერტილოვნად გააფრთხილა ნეაპოლელები. ახლა VAR-ის ეპოქაში იმ ვითომ პენალტსაც ვერ დადებდა, კარიერის დასამთავრებლად სამყოფი ფულიც არ ექნებოდა აღებული...
გიო
20:32 14-04-2023
2
ეგ იმას ნიშნავს რომ ნამდვილად "გამოიყენეს" სპეციალურად ამსაჯეს ეგრე და ეხლა ვითომ სჯიან კარგად დაასვენებენ. ნაპოლის უჩალიჩებენ არ უნდათ ნაპოლის გასვლა და ყველაფერს აკეთებენ. ჯერ მარტო მილანთან დაუნიშნეს 3ჯერ ოსიმენის ტრავმაც მოგონილი მგონია ექიმებშიც არიან "თანამშრომლები". მალდინიც იმას იძახის სკუდეტოს ხო იგებთ რაღა გინდათო ანუ ლიგა ჩვენ დაგვითმეთო ესაა ქვეტექსტი. ნაბ*** რები არიან
sniper
22:39 14-04-2023
9

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული