ის, რაც სპორტს სცდება - რა ხდებოდა ღამით სასტუმროსთან, სადაც "მილანია" განთავსებული... "ნაპოლის" ფანებმა ტეოს პატარა შვილს სიკვდილი უსურვეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"ნაპოლისა" და "მილანის" განმეორებით მეოთხედფინალურ მატჩამდე სულ უფრო მცირე დრო რჩება და დაძაბულობაც იმატებს, მაგრამ გუშინ ისეთი ფაქტი მოხდა, რაც სპორტს სცდება.

"როსონერის" შემტევმა ტეო ერნანდესმა სოციალურ ქსელში თავის პატარა შვილთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, რასაც "პარტენოპეის" ფანების საშინელი საქციელი მოჰყვა.

ზოგიერთმა გულშემატკივარმა კომენტარებში ფრანგ ფეხბურთელს სიკვდილი უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ მას შვილიც მალე მიჰყვება; ზოგმა კი დაწერა, რომ იმედია, ტეო ისე დაასრულებს, როგორც ეს ჯანლუკა ვიალის შემთხვევაში მოხ
და, რომელიც კიბოთი გარდაიცვალა.

რა თქმა უნდა, ერნანდესს მხარდამჭერები მრავლად გამოუჩნდნენ და ყველამ "ნაპოლის" გულშემატკივრების საქციელი დაგმო.

"სამწუხაროდ, სოციალური ქსელები არის ინსტრუმენტი, სადაც ყველას ჰგონია, რომ შეუძლია თქვას, რაც უნდა. ნუ გეშინია, ძმაო. ღმერთი ყოველთვის შენთანაა, შენს ოჯახთან", - წერს აღნიშნულ ამბავზე ტეოს თანაგუნდელი რაფაელ ლეაო.

ზემოთ აღნიშნული ამბის გარდა, "პარტენოპეის" ფანები გუშინ კიდევ ერთი ცუდი საქციელით გამოირჩნენ. დაახლოებით 200 ადამიანი იმ სასტუმროსთან შეიკრიბა, სადაც "როსონერია" განთავსებული. ისინი ცდილობდნენ, "მილანისთვის" მყუდროება დაერღვიათ და ფეხბურთელებისთვის ძილის საშუალება არ მიეცათ.

ისმოდა შეურაცხმყოფელი შეძახილები, მათ შორის, ტეო ერნანდესისა და პაოლო მალდინის მიმართ.

შეგახსენებთ, რომ დღევანდელი დაპირისპირება თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 20 /
ასეთი რაღაცეები პირიქით მთავრდება ხოლმე და ვშიშობ დღესაც იგივე არ მოხდეს
მამუკა
18 აპრილი 2023 22:45
0
Ვაი თქვენს პატრონს ვისაც ააშ-ს უმღარით.
Ძუკუ
18 აპრილი 2023 21:26
2
ტემპერამენტი და გამო...ბა ერთმანეთში ერევათ.უქომაგე ვისაც გინდა ვინ გიშლის.ოჯახს და მითუმეტეს შვილს რატო ემუქრები და უწყევლი
ჯელა
18 აპრილი 2023 21:14
0
თბილისშიც მისულან სასტუმროსთან სადაც მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელები ისვენებდნენ. მთელი ღამე ყვიროდნენ, არ აძლევდნენ დაძინების საშუალებას მოწინააღმდეგე გუნდის მოთამაშეებს.
ზურაბ
18 აპრილი 2023 19:19
2
გაუნათლებლობა მართლა სიბნელეა ნაპოლი მილანში ხო იქნება ჩასასვლელი ან ნებისმიერ სხვა ქალაქში მათაც იგივე ნაირად მოექცევიან როგორც ეს ვითომ გულშემატკივრები იქცევიან
ნოდო
18 აპრილი 2023 15:58
0
ზუსტად ამიტომ არ უნდა გადმოიღოთ მისხალ-მისხალ ყველაფერი თქვენი ფეტიში ევროპიდან. არ არის ულტრასობა და ფანატობა ქართული კულტურის და კოდის ნაწილი. ქართველს არ აკლია ერთგულება და ემოციები, მაგრამ იცის, რომ სპორტის თავგადაკლული გულშემატკივრობა ზედმეტია და სცდება სპორტის მნიშვნელობას. იმ ქართველებზე არა მაქვს საუბარი, ბოლო 1-2 ათწლეულში რომ გამოზარდეს და რუსთაველზე რაც ჩაატარეს ამას წინათ.
odala
18 აპრილი 2023 15:50
22
რა მაგარი ხე-ტყე ხარ
გიორგი
18 აპრილი 2023 21:52
2
კარგი იქნებოდა ჩვენებიც შეერთებოდნენ მათ, ოღონდ არა მოწინააღმდეგის გინებით, არამედ ზურნა-დუდუკით მთელი ღამის განმავლობაში
გუგა
18 აპრილი 2023 15:45
16
რა გაგიკვირდათ.? ინგლისში ნაკლები ხდება?. მაგუაირმა დაცვა დაიყენა სახლთან, რადგან მოკვლით ემუქრებოდნენ. ყველგან ხდება ესეთი ამბები.
დავით 67
18 აპრილი 2023 15:42
2
ქართველი რომ ნეაპოლელების ცხოვრების დაბალ დონეზე დაწერს ძაან მაგარი განათლებულია.ბილეთი 50-100 ევრო ღირს და 60 ათას ადგილიან სტადიონს ავსებენ. ვიღაც ავადმყოფმა, როგორებიც საქართველოშიც არიან სისულელე დაწერა ამიტომ მთელი ნეაპოლი უნდა ლანძღო,რომლებიც ჩვენ ხვიჩას გულში იხუტებენ? კამორას რომ ახსენებ ეტყობა დაგავიწყდა ქართველმა კრიმინალებმა თბილისი რომ გადაწვეს და მერე სამეგრელო ააწიოკეს.პოსტ სკრიპტუმი:ისე ალ კაპონეც წარმოშობით ნეაპოლელი იყო.
ვა რა დონეა
18 აპრილი 2023 15:01
13
მე არ გამკვირვებია ნაპოლის ფანების ნაწილისგან ასეთი საქციელი: ძალიან ბევრი უმუშევარი,არც განათლება აქვთ,თან მენტალიტეტი( კამორა მანდ,იქვე ახლოს ნდრანგეტაც) ცხოვრების დაბალი დონე და ა.შ. ფეხბურთიც ვითომ უყვართ,მაგრამ სპორტის საზღვრებს სცილდება მაგათი საქციელი. ეგ მანდ ყვებიან რომ აი ნაპოლი ძალიან ლამაზი ქალაქია, ვისთვის როგორ,რამდენჯერ ნაგვის სკანდალი,მე მანდ 2 დღეც არ გავჩერდებოდი.
მოცლილი
18 აპრილი 2023 13:29
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული