ის, რაც სპორტს სცდება - რა ხდებოდა ღამით სასტუმროსთან, სადაც "მილანია" განთავსებული... "ნაპოლის" ფანებმა ტეოს პატარა შვილს სიკვდილი უსურვეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"ნაპოლისა" და "მილანის" განმეორებით მეოთხედფინალურ მატჩამდე სულ უფრო მცირე დრო რჩება და დაძაბულობაც იმატებს, მაგრამ გუშინ ისეთი ფაქტი მოხდა, რაც სპორტს სცდება.

"როსონერის" შემტევმა ტეო ერნანდესმა სოციალურ ქსელში თავის პატარა შვილთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, რასაც "პარტენოპეის" ფანების საშინელი საქციელი მოჰყვა.

ზოგიერთმა გულშემატკივარმა კომენტარებში ფრანგ ფეხბურთელს სიკვდილი უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ მას შვილიც მალე მიჰყვება; ზოგმა კი დაწერა, რომ იმედია, ტეო ისე დაასრულებს, როგორც ეს ჯანლუკა ვიალის შემთხვევაში მოხ
და, რომელიც კიბოთი გარდაიცვალა.

რა თქმა უნდა, ერნანდესს მხარდამჭერები მრავლად გამოუჩნდნენ და ყველამ "ნაპოლის" გულშემატკივრების საქციელი დაგმო.

"სამწუხაროდ, სოციალური ქსელები არის ინსტრუმენტი, სადაც ყველას ჰგონია, რომ შეუძლია თქვას, რაც უნდა. ნუ გეშინია, ძმაო. ღმერთი ყოველთვის შენთანაა, შენს ოჯახთან", - წერს აღნიშნულ ამბავზე ტეოს თანაგუნდელი რაფაელ ლეაო.

ზემოთ აღნიშნული ამბის გარდა, "პარტენოპეის" ფანები გუშინ კიდევ ერთი ცუდი საქციელით გამოირჩნენ. დაახლოებით 200 ადამიანი იმ სასტუმროსთან შეიკრიბა, სადაც "როსონერია" განთავსებული. ისინი ცდილობდნენ, "მილანისთვის" მყუდროება დაერღვიათ და ფეხბურთელებისთვის ძილის საშუალება არ მიეცათ.

ისმოდა შეურაცხმყოფელი შეძახილები, მათ შორის, ტეო ერნანდესისა და პაოლო მალდინის მიმართ.

შეგახსენებთ, რომ დღევანდელი დაპირისპირება თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 20 /
სახე არ უნდა დაკარგო ადამიანმა
მეგრელი
18 აპრილი 2023 11:43
2
შევარცხვინე თქვენი "გულშემატკივრობაც და ფანობაც"! პატარა ბავშვს რაღას ერჩით თქვე ოხრებო? ასე უფრო არ ახელებენ მეტოქე გუნდს?
ზურა
18 აპრილი 2023 12:20
1
გინდა ოსიმენი მიუყვანე ამათ გინდ ხვიჩა მაინც ბოლომდე სოფლის გუნდად დარჩება თავისი გოიმი გულშემატკივრებიანად. იმედია კვარა მალე წამოვა ამ კანტორადან და რომელიმე დიდ გუნდში ითამაშებს.
H
18 აპრილი 2023 11:41
6
ზუსტად ამიტომ არ უნდა გადმოიღოთ მისხალ-მისხალ ყველაფერი თქვენი ფეტიში ევროპიდან. არ არის ულტრასობა და ფანატობა ქართული კულტურის და კოდის ნაწილი. ქართველს არ აკლია ერთგულება და ემოციები, მაგრამ იცის, რომ სპორტის თავგადაკლული გულშემატკივრობა ზედმეტია და სცდება სპორტის მნიშვნელობას. იმ ქართველებზე არა მაქვს საუბარი, ბოლო 1-2 ათწლეულში რომ გამოზარდეს და რუსთაველზე რაც ჩაატარეს ამას წინათ.
odala
18 აპრილი 2023 15:50
22
რა მაგარი ხე-ტყე ხარ
გიორგი
18 აპრილი 2023 21:52
2
ნაძირალები, პოლიცია სად არის ? ესეთ მოგებას რა ვუთხარი.
ზაქრო
18 აპრილი 2023 11:26
10
არაუშავს, იდიოტები არსებობენ, რომლებსაც ეს კომენტარი (ჩემს კომენტარს არ ვგულისხმობ) არ მოეწონათ, და იდიოტები იარსებებენ ყოველთვის! ასე რომ, გული არ დაგწყდეთ!
გიორგი
18 აპრილი 2023 11:38
1
ვინც დისლაიქებს მიწერს მას მისაღებად მიაჩნია "ფრანგ ფეხბურთელს სიკვდილი უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ მას შვილიც მალე მიჰყვება;
ზაქრო
18 აპრილი 2023 11:41
2
შენ გგონია ქართველებში ცოტაა ასეთი გოიმები და ბოროტები?
gia
18 აპრილი 2023 13:38
4
ყველა გუნდს ჰყავს მსგავსი დონის, დაბალი ინტელექტის და ბრბოს ინტიქტის ფანები.
საუკუნეა ფეხბურთს ვუყურებ და გუნდი არარსებობს, რაღაც ნაწილი მაინც რომ არ მოიქცეს სამარცხვინოდ.
ამიტომ გუნდი და ფეხბურთელები არაფერ შუაშია. თვითონ ამ ინდივიდების მიმართ უნდა გატარსწა მკაცი ზომები.
სტადიონე არც დავუშვებდი მათ.
ვინიციუსს რომ რასისტულ შეურაცხყოფებს აყენებენ ბარსას სამარცხვინო ფანები, ბარსას ბრალია თუ იმ ცალკეული ხალხის?
ასე დაბლა არ უნდა დაეშვას არავინ.
!!
18 აპრილი 2023 11:40
2
გაუნათლებლობა მართლა სიბნელეა ნაპოლი მილანში ხო იქნება ჩასასვლელი ან ნებისმიერ სხვა ქალაქში მათაც იგივე ნაირად მოექცევიან როგორც ეს ვითომ გულშემატკივრები იქცევიან
ნოდო
18 აპრილი 2023 15:58
0
მე არ გამკვირვებია ნაპოლის ფანების ნაწილისგან ასეთი საქციელი: ძალიან ბევრი უმუშევარი,არც განათლება აქვთ,თან მენტალიტეტი( კამორა მანდ,იქვე ახლოს ნდრანგეტაც) ცხოვრების დაბალი დონე და ა.შ. ფეხბურთიც ვითომ უყვართ,მაგრამ სპორტის საზღვრებს სცილდება მაგათი საქციელი. ეგ მანდ ყვებიან რომ აი ნაპოლი ძალიან ლამაზი ქალაქია, ვისთვის როგორ,რამდენჯერ ნაგვის სკანდალი,მე მანდ 2 დღეც არ გავჩერდებოდი.
მოცლილი
18 აპრილი 2023 13:29
6
რა არაადამიანობაა
zaza
18 აპრილი 2023 13:26
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული