ვინ დაარტყამს "ნაპოლიდან" პენალტებს, თუ "მილანთან" მატჩი თერთმეტმეტრიანების სერიამდე მივა - La Gazzetta dello Sport-ი სავარაუდო ფეხბურთელებზე წერს

AutoSharing Option
La Gazzetta dello Sport-ი იმ სავარაუდო ფეხბურთელებზე წერს, რომლებიც "მილანთან" მატჩის თერთმეტმეტრიანების სერიაში გადასვლის შემთხვევაში, პენალტებს შეასრულებენ.

გამოცემის ინფორმაციით, ესენი ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენი, პიოტრ ზელინსკი, ჯოვანი დი ლორენცო და მატეო პოლიტანო იქნებიან.

არსებობს კიდევ სამი კანდიდატურა - ირვინ ლოზანო, ჟოან ჟეზუსი და ელიფ ელმასი. არ განიხილება სტანისლავ ლობოტკას ვარიანტი, რადგან მან "კრემონეზესთან" იტალიის თასის მერვედფინალში პენალტი გააფუჭა და ამან შესაძლოა, ცუდი გავლენა იქონიოს.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის განმეორებითი დაპირისპირება თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. "მილანმა" "ნაპოლის" პირველ
მატჩში "სან სიროზე" 1:0 სძლია.
მკითხველის კომენტარები / 5 /
აბსოლუტურად უაზროა ეს წინასწარი გათვლები. პენალტევზე საუბარი ადრეა. ხვიჩას რაც შეეხება 90 წუთს არათამაშებს ხოლმე და 120 წუთი გააჩერებს? არამგონია.
გიგა
14:16 18-04-2023
8
კვარას როგორ ვერ ასწავლა ტექნიკურად პენალტის დარტყმა ჩელემ გაუგებარია. ვერცერთ ტექნიკურად დამრტყმელ პენალტისტს ვერ ვხედავ ქართველებში მაინცდამაინც...
ლაშა
15:36 18-04-2023
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული