გვარდიოლას შედევრი - "სიტიმ" "რეალი" გაანადგურა და ფინალში გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალურ მატჩში „მანჩესტერ სიტიმ“ სახლში „რეალი“ 4:0 დაამარცხა და ისტორიაში მეორედ გავიდა ფინალში.

დებიუტში მასპინძლებმა მეტოქეს შტურმი მოუწყვეს, ჰოლანის თავური მეკარე კურტუამ ორჯერ მოიგერია, შემდეგ კი ბელგიელი პირისპირ გასულ ბერნარდუ სილვასთან ვერაფერს გახდა. ერთი გუნდი თამაშობდა, მეორე ხელის შეშლას ცდილობდა, „სიტიმ“ დაწინაურების მერე ტემპი ოდნავ დააგდო, სტუმრებს შეტევების საშუალება მიეცათ და კროოსის დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა, ხოლო საპასუხო იერიშისას ბერნარდუ სილვამ დუბლი შეასრულა.

მეორე ტაიმი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, მანჩესტერელები პრაგმატულად ირჯებოდნენ, ფრთხილობდნენ, შანსს ელოდნენ, გიუნდოგანმა ქუსლური პასით
ჰოლანი კურტუას ერთი-ერთზე შეჰყარა და ამჯერად ხარიხამ მადრიდელები იხსნა. ცოტა ხანში კი დე ბრუინის მიერ ჩაწოდებულ ბურთს მილიტაომ საკუთარ კარში მიუჩინა ადგილი, ბოლოს შეცვლაზე შესულმა ალვარესმაც გაიტანა, 4:0 და დღევანდელ დაპირისპირებაში უკეთესმა გუნდმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

10 ივნისს სტამბულში ჩასატარებელ ფინალში „მანჩესტერ სიტი“ „ინტერს“ შეხვდება - ეს გუნდები ამ ტურნირზე ერთმანეთს არასოდეს დაპირისპირებიან.

. დღევანდელი შეხვედრის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე უეფამ თავის "ტვიტერზე" "რეალისა" და "ინტერის" ფინალი დაანონსა, თუმცა შემდეგ წაშალა.
. 0:4 2009 წლის შემდეგ ჩემპიონთა ლიგაზე "რეალის" ყველაზე დიდი ანგარიშით წაგებაა - მაშინ "ლივერპულმა" ასეთივე ანგარიშით მოუგო.
. გვარდიოლა მეოთხედ გავიდა ფინალში - ორჯერ მოგებული აქვს.
. ანჩელოტიმ გვარდიოლასთან ბოლო 8 მატჩიდან 6 დათმო.
. "სიტი" ბოლო 23 შეხვედრაში დაუმარცხებელია (19 მოგება და 4 ფრე) და 21 მაისს შეუძლია პრემიერლიგის გამარჯვებული გახდეს.
. ანჩელოტიმ ტურნირზე 191-ე შეხვედრა ჩაატარა და ფერგიუსონის რეკორდი დაამხო.
. დე ბრუინმა მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე მეშვიდე საგოლე გადაცემა გააკეთა, ვინისიუსს გაასწრო და ამ მაჩვენებლით საუკეთესოა.

მანჩესტერი. „ეტიჰადი“. 52 313 მაყურებელი
მანჩესტერ სიტი - რეალი 4:0
გოლები: 1:0 ბერნარდუ სილვა (23), 2:0 ბერნარდუ სილვა (37), 3:0 მილიტაო (76, საკ. კარში), 4:0 ალვარესი (90+1)

მკითხველის კომენტარები / 48 /
ანჩელოტი რა თქმა უნდა დიდი მწვრთნელია, მაგრამ გუშინ აშკარად ვერ გათვალა ერთი რამე რომ , კარვახალი 32 წლის, კროოსი 33-ის, ბენზემა 35-ის, მოდრიჩი 37-ის, ამ დროს სიტის ყველაზე ასაკოვანი გიონდოგანი მხოლოდ 31-ის არის, რეალის ნახევარდაცვამ ფიზიკურად ვერ გაუძლო სიტის ახალგაზრდებს, ბურთი ვერ აჰქონდათ თავდამსხმელებამდე,უკეთესი იქნებოდა დაეწყო კარვახალი,მილიტაო,რუდიგერი, ალაბა დაცვაში და კამავინგა, მოდრიჩი, სებალიოსი ნახევარდაცვით, წინ კიდევ ბენზემა, ვინიიუსი, ვალვერდე, კამავინგა და სებალიოსი ორივე ახალგაზრდაა და თან მებრძოლებიც, როდრიგო უფრო შეცვლაზე შემოდის პროდუქტიულად ვიდრე სტარტიდან. ჩემი სუბიექტური აზრი დავწერე გუშინდელი თამაშის შემხედვარე, რეალი აშკარად გადაბერებული მომეჩვენა, შეიძლება მაინც წაეგოთ, მაგრამ ასე არ დაიჩაგრებოდნენ
მამუკა
19 მაისი 2023 00:29
0
პირველი შეხვედრის წინ რუნიმ თქვა რომ "სიტი რეალს დაშლისო"...თურმე საპასუხო შეხედრა უგულისხმია :)
საბა
18 მაისი 2023 16:53
13
არაუშავს, სიტის აღზევების ხანაა, მაგრამ? მაგასაც მომდევნო 2წელში, ლივერპულივით დაქვეითება ელის! გამარჯვების მწერვალიდან ჩამოსვლა, უმტკივნეულოდ არ ჩაივლის!
რეალობა ესაა!
18 მაისი 2023 13:45
8
მართალი ხარ! ლივერპული ბრდღვნიდა ყველაფერს და ეხლა ქეც ვხედავთ, რა რეგრესშია!
ესეა.
18 მაისი 2023 14:46
0
ეს რეალი ყელში მყავდა ამოსული, განსაკუთრებით კი ბოლო წლების ავტობუსების ჩაყენების, კურტუას აურაცხელი გმირობებისა და კარში ერთნახევარი დარტყმით ხუთი-ექვსი თამაშის მოგების გამო, თორემ ისე, რა თქმა უნდა, ზოგადად კლუბს არაფერს ვერჩი, არც ამას და არც რომელიმე სხვას გარდა დამპალი რუსებისა და კიდევ თბილისის დინამოს, რომელმაც მეთევზეებთან 1:6 წაგების შემდეგ საჯაროდ ხარაკირი არ გაიკეთა. 5 იტალიური გუნდი გავიდა ყველა ევროტურნირის ნახევარფინალში და თითქოს რაღაც აღორძინება უნდა ჰქონდეთ, მაგრამ ამ ხუთიდან არცერთი არ არის კარგი, ასე რომ წესით ფინალი სიტიმ უნდა მოიგოს. რაც შეეხება რეალის დამსახურებულ პენსიონერებს, ისენი, ალბათ, წავლენ, მაგრამ ვინი სხვაგან თუ არ გადავიდა, მაშინ კვარას ადგილი მანდ არ იქნება, ანდა კვარას მოუწევს მნიშვნელოვნად გაამრავალფეროვნოს საკუთარი თამაში და არ ვიცი შესწევს თუ არა ამის უნარი. თუ მოახერხებს, მაშინ ძალიან წინ წაიწევს და გულით ვუსურვოთ, რომ ეს შესძლოს, ბობლოს და ბოლოს ჩვენი კაცია და ძალიან კარგი კაციც.
ელიასი
18 მაისი 2023 12:18
38
კვარა უნდა იყიდოს აზარის ადგილას.
მე კვარას ცენტრში ვხედავ. გამთამაშებლად.
ასეთი დონის , მოაზროვნე და კრეატიული მოთამაშე არ უნდა შეიზღუდოს ფლანგზე.
ფლანგის მოთამაშე არის ჟუნიორი, სწრაფი, ფიზიკურად ძლიერი და გონებრივად სუსტი :)
las
18 მაისი 2023 11:11
11
ამ შემადგენლობით კიდევ ა1ამდე რომ მოვიდა რეალი ეგეც მიღწევაა..გამორიცულია ამდენი წელი ერთი და იგივე შემსადგენლობამ ყველა წრლს იბრძოლოს ტიტულისთვის..კვარა მხოლოდ კი არა..ნახევარი ეს გუნდი სახლშია გასაშვები..სიტი დღეს უძლიერესი გუნდია.ამიტომაც დაიჩაგრა რეალი..ვინისიუსი კი არა პელე..მარადონა და მესი რომ ყოლოდა..გუნდურად სიტიმ გადაუარა..მოსალოდნელიც იყო..რაღა დროს კროოსი და მოდრიჩია ან ბენზემა..დაბერდნენ..გვარდიოლა ვისაც არ უნდა მოსწონდეს..პირველია მსოფლიოში
კიეზა
18 მაისი 2023 11:07
3
ანჩელოტის წარბის აწევამ და კევის ღეჭვამ ვერ უშველა ვითომ ესპანურ კლუბს (კარვახალი???) და პენსიონერებს ბარსელონას მერე ყველაზე ლამაზი ფეხბურთის მოთამაშე გუნდთან რამე გაეწყო. ფეხბურთის სამართლიანმა თემიდან გაიმარჯვა როგორც იქნა. აბა წინა წელს ეძინა
გვრიგვინჩახდილი რეალი
18 მაისი 2023 11:04
6
ვერ ვიგონებ 1/2 ფინალდი 4:0 ანგარიში ბოლოს როდის იყო და ასეთი უპირატესობა ქონოდეს ერთ გუნდს მეორეზე.
G.LA
18 მაისი 2023 10:53
18
რეალმა მიუნხენში გუარდიოლას ბაიერნს რომ გადაუარა, 10 წლის წინ.
???
18 მაისი 2023 13:10
1
სიტი ყველა შემთხვევაშ გაივლიდა რეალს - ბენზემა, კროოსი, მოდრიჩიში კარიერას ამთავრებენ და დრო ულმობელია, მაგრამ ასე განადგურება პაპა კარლოს სინდისზეა. 3-2-4-1 ტაქტიკას რომელიც საშნელ სიმჭიდროვეს ქმნის ცენტრში და სიტის ფეხბურთელების ფიზიკით მკვლელი პრესინგის საშუალებას აძლევს, 4-3-3 უპირისპირებ, საიდანაც 3 კაცი ბურთი თუ არ მიეცი სტატისტის როლშია, შუა ხაზი ასაკიანი, მარცხნივ დაცვაში 20 წლის ნახევარმცველი, რუდიგერი სკამზე . . . მოკლედ დაეზარა მგონი ანჩელოტის ფიქრი.
???
18 მაისი 2023 10:43
0
სიტი რეალს 90 წუთი ნერბავდა, ასეთი მიჩვარული რეალი მე არ მახსოვს
gogia
18 მაისი 2023 10:01
24

სიახლეები პოპულარული