შახტარი ჩემპიონთა ლიგაზე თამაშს გერმანიაში აპირებს

AutoSharing Option
დონეცკის "შახტარი" ჩემპიონთა ლიგის საშინაო მატჩების ჩატარებას გერმანიაში, ქალაქ ჰამბურგში აპირებს. ამის შესახებ, იუთუბ არხ "ТаТоТаке-სთან" ინტერვიუში უკრაინული კლუბის დირექტორმა, იური სვირიდოვმა ისაუბრა. 

გასულ სეზონში "შახტარი" ევროტურნირების საშინაო შეხვედრებს პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ატარებდა, თუმცა წელს ამ ვარიანტზე უარი თქვეს. მიზეზი, ძირითადად, ორია: ერთ-ერთ დიდ არენაზე "ლეგია" ითამაშებს, რომელიც, შესაძლოა, კონფერენსლიგაზე გავიდეს. მეორე სტადიონის გრაფიკიც სრულად დატვირთულია. ვარშავაში სხვა სტადიონები მცირე ტევადობის არის. 

უკრაინის ჩემპიონმა ჰამბურგი იმიტომ აირჩია, რომ ის გერმანიის დიდი ქალაქებიდან ერთადერთია, რომლის წარმომადგენელი გუნდიც ევროტურნირებზე არ თამაშობს. ქალაქის
მოსახლეობა, თითქმის 2 მილიონია, "იმტეხ არენა" 51 500 გულშემატკივარს იტევს და ჰამბურგში ფეხბურთი ძალიან პოპულარული სპორტია. 

მოგეხსენებათ, დონეცკის "შახტარი" მშობლიურ "დონბას არენაზე" 2014 წლიდან ვერ თამაშობს, სწორედ 9 წლის წინ მოახდინა რუსეთმა ყირიმისა და დონბასის ოკუპაცია. 2022 წლის შემდეგ, რაც ვლადიმირ პუტინმა უკრაინის ტერიტორიაზე ომი გააჩაღა, "შახტარი" ვერც სამშობლოს სხვა სტადიონზე ახერხებს საერთაშორისო მატჩების გამართვას.
მკითხველის კომენტარები / 5 /
კარგით რა, რა ხმა მიაწვდინოს რტ ახმეტოვს? თქვენ მართლა გგონიათ რომ პოლონეთში შესაბამისი სტადიონი ვერ ნახა? ფეხბურთი ბიზნესია და გერმანიაზე( და თან ჰამბურგზე) უკეთეს საფეხბურთო ბაზარს სად ნახავდა?
გენადი ბიძია
05 აგვისტო 2023 21:15
0
არ გცოდნია სწორად.
fani-s
05 აგვისტო 2023 21:02
0
ვიღაცამ მიაწვდინოს ხმა რენატ ახმეტოვს რომ თბილისში გამართოს თამაშები დინამო არენაზე. ამით დიდი გულშემატკივრობაც ექნება ქართველებისგან და უკრაინელი დევნილებისგან. ამით შახტარიც იხეირებს და ქართველი გულშემატკივარიც ამნაირი ტურნირის მასპინძლობით :)
დავითი
31 ივლისი 2023 11:44
2
მე როგორც ვიცი, დინამო არენა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის თამაშების მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს (პრესის, ლოჟის და რაღაც მცირე დეტალების კუთხით)
fani
31 ივლისი 2023 16:31
0
პატივცემულო რედაქცია, იმტეხ არენა (Imtech Arena) ერქვა ამ სტადიონს 2010–2015 წლებში. ახლა ჰქვია ფოლკსპარკ სტადიონი (Volksparkstadion).
123
30 ივლისი 2023 22:07
0

სიახლეები პოპულარული