ჩემპიონთა ლიგა. I ტური: მეკარე პროვედელის გმირობა, აზაროვის და გოჩოლეიშვილის დებიუტი და დაუნდობელი "ბარსელონა" [VIDEO]

AutoSharing Option
სტარტი აიღო ჩემპიონთა ლიგამ. პირველ ტურში, პირველ სათამაშო დღეს სენსაცია არ დაფიქსირებულა.

"ლაციომ" კომპენსირებულ დროში მეკარე ივან პროვედელის გატანილი გოლით სახლში "ატლეტიკოსთან" ფრეს მიაღწია (1:1).

"ბარსელონამ" საკუთარ მოედანზე "ანტვერპენი" 5:0 გაანადგურა. ფელიქსმა დუბლი შეასრულა და საგოლე გადაცემა გააკეთა. პსჟ-მა "დორტმუნდს" 2:0 სძლია. "მანჩესტერ სიტიმ" სახლში "ცრვენა ზვეზდას" თამაში შემოუტრიალა - 3:1.

"შახტარი" "პორტუსთან" 1:3 დამარცხდა. დონეცკურ გუნდში 65-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე ირაკლი აზაროვი, გიორგი გოჩილეიშვილი კი 76-ეზე და ტურნირზე საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების დებიუტი შედგა. "პორტუს" ნახევარმცველმა ვენდერსონ
გალენომ დუბლი და საგოლე პასი მითვალა.

E ჯგუფი

როტერდამი. "დე კუიპი"

ფეიენოორდი - სელტიკი 2:0
გოლები: 1:0 სტენგსი (45), 2:0 ჯანანბახში (76)
გამოუყენებელი პენალტი (პაიშაო, 65, ფეიენოორდი)
გაძევება: ლაგერბილკე (63, სელტიკი), ჰოლმი (68, სელტიკი)

რომი. "ოლიმპიკო"
ლაციო - ატლეტიკო 1:1
გოლები: 0:1 ბარიოსი (29), 1:1 პროვედელი (90+5)

F ჯგუფი

მილანი. "სან სირო"

მილანი - ნიუკასლი 0:0

პარიზი. "პარკ დე პრენსი"
პსჟ - დორტმუნდი 2:0
გოლები: 1:0 მბაპე (49, პენ), 2:0 ჰაკიმი (58)

G ჯგუფი

ბერნი. "ვანკდორფი"
იანგ ბოიზი - ლაიფციგი 1:3
გოლები: 0:1 სიმაკანი (3), 1:1 ელია (33), 1:2 შლაგერი (73), 1:3 შეშკო (90+2)

მანჩესტერი. "ეტიჰადი"

მანჩესტერ სიტი - ცრვენა ზვეზდა 3:1
გოლები: 0:1 ბუკარი (45), 1:1 ალვარესი (47), 2:1 ალვარესი (60), 3:1 როდრი (73)

H ჯგუფი


ბარსელონა. "ოლიმპიკ ლიუის კომპანისი"
ბარსელონა - ანტვერპენი 5:0
გოლები: 1:0 ფელიქსი (11), 2:0 ლევანდოვსკი (19), 3:0 ბატაი (22, საკ. კარში), 4:0 გავი (54), 5:0 ფელიქსი (66)

ჰამბურგი."ფოლკსპარკშტადიონი"
შახტარი - პორტუ 1:2
გოლები: 0:1 გალენო (8), 1:1 კელსი (13), 1:2 გალენო (15), 1:3 ტარემი (29)

მკითხველის კომენტარები / 3 /
არ გრცხვენიათ ეს დედანატირები ქართული საიტი ხართ და მაინდამაინც რუსული ტელეარხიდან უნდა დადოთ ვიდეო?სხვა არხებზე არ მოიძებნებოდა თუ მარტო რუსულ არხებზე აჩვენებენ ჩემპიონთა ლიგას?ხალხნო საერთოდ არ გაქვთ სირხვილის გრძნობა?ასე რამ გადაგაგვარათ რა ჯანდაბაა.
ვატო
14:12 20-09-2023
1
ტოტალიზატორში მოთამაშეების ალბათ 80% რეალობას არის მოწყვეტილი და ნევროზით დაავადებული. რომ გაწვიმდეს, ზოგი იტყვის ტოტალიზატორებმა იჩალიჩესო.
ირაკლი
14:09 20-09-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული