"ნაპოლიმ" და "რეალმა" პირველ ტურში გაიმარჯვეს, თუმცა ამის გაკეთება იოლად არცერთს გამოსვლია. არის თუ არა ეს დაპირისპირება პირველი ადგილისთვის? - გერმანული "უნიონის" გარდა, ალბათ, ამას ბევრი ფიქრობს. ეს გუნდები ერთმანეთს 2016-17 წლების მერვედფინალში დაუპირისპირდნენ და ორი მატჩის ჯამში "სამეფო კლუბმა" 6:2 მოიგო. სარის კრებულმა ზიდანის
გასული სეზონი "ნაპოლისთვის" საუკეთესო იყო, გუნდმა სკუდეტო მოიგო და ლიგის მეოთხედფინალში გავიდა. მოგეხსენებათ, ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად ხვიჩა კვარაცხელია დაასახელეს. დასამალი არა, რომ "რეალი" "კვარას" ოცნების გუნდია და მათი კარის დასალაშქრად ქართველი გარემარბი განსაკუთრებით მონდომებული იქნება, რაც 77-ე ნომერს ისედაც არ აკლია.
ლიგის 14-გზის გამარჯვებულ "რეალს' პრობლემები მხოლოდ "ატლეტიკომ" შეუქმნა. კარვახალი დაბრუნდა და კვარაცხელიასთან კიდევ ერთი დაპირისპირება ელის, მაგრამ გუნდს მილიტ,აოს შემდეგ ალაბაც გამოაკლდა და ცენტრალური დაცვის ხაზში პრობლემებია. თავის მხრივ, ზუსტად აქ ჰყავს ტრავმირებულები "ნაპოლის", თუმცა ნათანი გუნდს მშვენივრად მოერგო.
ჯუდ ბელინგემი უბრალოდ შესანიშნავ ფორმაშია და მისი შეჩერება რთული იქნება. სავარაუდოდ, ვეტერანები, მოდრიჩი და კროოსი, სათადარიგოთა სკამზე იქნებიან. დღეს ორივე გუნდის შემადგენლობაში დიდ ფეხბურთელებს ვიხილავთ!.. "რეალმა" ლიგის ბოლო 23 გასვლითი მატჩიდან მხოლოდ 7 მოიგო, ეს კი ნეაპოლელებს ოპტიმიზმით აღავსებთ.
სავარაუდო შემადგენლობები:
"ნაპოლი": მერეტი - დი ლორენცო, ოსტიგორი, ნათანი, ოლივერა - ლობოტკა, ანგისა, ზელინსკი - პოლიტანო, ოსიმენი, კვარაცხელია;
"რეალი": კეპა - კარვახალი, რუდიგერი, ნაჩო, ფ. გარსია - კამავინგა, ჩუამენი, ვალვერდე - ბელინგემი - როდრიგო, ვინისიუსი
მსაჯი: ტურპენი (საფრანგეთი).
კარლო ანჩელოტი: "კვარა" და ოსიმენი თამაშობდნენ, თამაშობენ და ძალიან მაღალ დონეზე ითამაშებენ
კვარაცხელიაზე დამოკიდებული "ნაპოლი", წარსულის კონტურები და მთავარი იმედები "რეალთან"...