მიულერი კასილასს დაეწია და რონალდოს რეკორდს ემუქრება

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრაში "ბაიერნმა" გასვლაზე "კოპენჰაგენი" 2:1 დაამარცხა.

მიუნხენელთა რიგებში 14 წუთი ითამაშა ტომას მიულერმა, რომელმაც თავი შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.

აღსანიშნავია, რომ ეს ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე ვეტერანი გერმანელისთვის 101-ე გამარჯვება გახლდათ, რითაც იკერ კასილასს გაუთანაბრდა.

ახლა მიულერზე წინ მხოლოდ კრიშტიანო რონალდოა. პორტუგალიელის ანგარიშზე 115 წარმატებით დასრულებული შეხვედრა მოდის.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ერთერთი დაუფასებელი ფეხბურთელი. ბარეორ გაპიარებულ ვარსკვლავს ჯობდა. გვარდიოლა შარლატანს, სამი წელი რომ არ ეტარებინა ექსპერიმენტები, კიდევ უფრო დიდ ფეხბურთს ითამაშებდა. ბაიერნისგან ტიკი-ტაკას თამაშს ითხოვდა :)
ციციკორე
05 ოქტომბერი 2023 10:32
1
მაგ იდიოტმა ბაიერნში 3 წლის გან-ში გადაბმულად 2 თამაშიც არ ათამაშა გუნდი, გადახედეთ სტატისტიკას და დაიჯერებთ. კროოსს სკამი ახეხინა და რეალში რაც გადავიდა, ტიპი კოსმოსში აფრინდა, რა არ მოიგო რეალის შემადგენლობაში, ეს კიდევ არ აღიარებდა თავისი ჭკუით. იქ ლამი ამოსწია ზევით, იქ მიულერი დასვა სკამზე, დაშალა ბაიერნი მარტივ მამრავლებად. ახლა წავიკითხე, რომ ერთ წელიწადში 2 მილიარდი დახარჯაო ტრანსფერებში გვარდიოლამ, კარგით რა, ამ თანხით როგორც არა ვარ სპეციალისტი, 5 გუნდს გავიყვან საქართველოდან ლიგაზე ისე, რომ ლეგიონერებსაც არ ვიყიდი, ოღონდ 2-3 წელი მომეცით. ყველა ქართველ ლეგიონერს დავაბრუნებდი, გადავუხდიდი ხელფასს და ნახავდით, რა შეუძლიათ ამ ბიჭებს. ტომაშ მიულა, ჩემი საყვარელი ფეხბურთელი.
გვარდიოლას დედაც
05 ოქტომბერი 2023 14:32
0

სიახლეები პოპულარული