იამალის ტუალეტში ყოფნის გამო "ბარსელონა" "პორტოსთან" 9 წუთი ათი კაცით თამაშობდა

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში "ბარსელონამ" ფერან ტორესის ერთადერთი გოლის წყალობით "პორტო" 1:0 დაამარცხა.

მატჩის 71-ე წუთზე, ერთ-ერთი პაუზის დროს, "ბლაუგრანას" ამომავალმა ვარსკვლავმა ლამინ იამალმა მოედანი დატოვა და ამის შემდეგ 9 წუთი კატალონიური გრანდი 10 კაცით თამაშობდა, შემდეგ კი მოედანზე ახალგაზრდა ესპანელის ნაცვლად მარკოს ალონსო გამოვიდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ხავიმ განაცხადა, რომ იამალს მუცლის ტკივილები ჰქონდა და აცნობა, რომ თავს ცუდად გრძნობდა.

ერთ-ერთი პაუზის დროს კი იამალს უთხრა, რომ სასწრაფოდ ტუალეტში გასულიყო და მალე დაბრუნებულიყო, მაგრამ
ეს ყველაფერი 9 წუთს გაგრძელდა და შემდეგ ხავის აცნობეს, რომ ამომავალი ვარსკვლავი თამაშს ვერ განაგრძობდა.

ინფორმაციისთვის, ამ კურიოზული ფაქტის გარდა, ეს შეხვედრა იამალისთვის სხვა მხრივაც გახდა დასამახსოვრებელი. ის 16 წლისა და 83 დღის ასაკში გახდა ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის მატჩი სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო.
მკითხველის კომენტარები / 15 /
ალბათ, უცნაური შეგრძნებაა, მთელმა მსოფლიომ რომ იცის ტუალეტში როდის და რამდენი ხნით შეხვედი :)
დავითი
11:55 05-10-2023
0
"ამომავალ ვარსკვლავს" (ფხიიი) ნაღდად დიარეა აქვს დამართული! წამალი: კისელი და მოხარშული კართოფილი, თორე მომდევნო თამაშში "მარცხი მოუვა" და ვეღარც გაასწრებს!
ლაშა
11:38 05-10-2023
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული