ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის მატჩები გაიმართა.
A ჯგუფში "ბაიერნმა" გასვლაზე 3:1 მოუგო "გალათასარაის" და 9 ქულით ლიდერია. "მანჩესტერ იუნაიტედმა" საკუთარ მოედანზე მაგუაირის გოლით 1:0 სძლია "კოპენჰაგენს". მაგუაირმა 2022 წლის თებერვლის შემდეგ პირველად გაიტანა. აღსანიშნავია, რომ შეხვედრის დასასრულს დანიურ გუნდს ანგარიშის გათანაბრება შეეძლო, მაგრამ ლარსენმა პენალტი ვერ გამოიყენა - ონანამ მოიგერია. "კოპენჰაგენის" მცველი დავით ხოჭოლავა სათადარიგო იყო.
B ჯგუფში "არსენალმა" სტუმრად 2:1 დაამარცხა "სევილია" და 6 ქულით გალიდერდა. მეორე ადგილზე 5 ქულით "ლანსია", რომელიც საკუთარ მოედანზე პსვ-ს დაუზავდა (1:1).
A ჯგუფი
სტამბული. "გლობალ სტადიუმი"
გალათასარაი - ბაიერნი 1:3
გოლები: 0:1 კომანი (8), 1:1 იკარდი (30, პენ), 1:2 კინი (73), 1:3 მუსიალა (79)
მანჩესტერი. "ოლდ ტრაფორდი"
მანჩესტერ იუნაიტედი - კოპენჰაგენი 1:0
გოლი: მაგუაირი (72)
გამოუყენებელი პენალტი: ლარსენი (90+7, კოპენჰაგენი)
B ჯგუფი
ლანსი. "ბოლარ-დელელისი"
ლანსი - პსვ 1:1
გოლები: 0:1 ბაკაიოკო (54), 1:1 ვაი (65)
სევილია. "სანჩეს პისხუანი"
სევილია - არსენალი 1:2
გოლები: 0:1 მარტინელი (45+3), 0:2 გაბრიელ ჟეზუსი (53), 1:2 გუდელი (58)
C ჯგუფი
ბრაგა. "ესტადიო მუნიციპალი"
ბრაგა - რეალი 1:2
გოლები: 0:1 როდრიგო (16), 0:2 ბელინგემი (61), 1:2 ჯალო (63)
ბერლინი. "ოლიმპიაშტადიონი"
უნიონი - ნაპოლი 0:1
გოლი: რასპადორი (65)
D ჯგუფი
მილანი. "სან სირო"
ინტერი - ზალცბურგი 2:1
გოლები: 1:0 სანჩესი (19), 1:1 გლუხი (57), 2:1 ჩალჰანოღლუ (64, პენ)
ლისაბონი. "და ლუში"
ბენფიკა - სოსიედადი 0:1
გოლი: მენდესი (63)