კვარაცხელია-ოსიმენის დუეტი "რეალთან" ბრუნდება - ხვიჩა არენაზე, სადაც თამაშზე ერთ დროს ოცნებობდა!..

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურში კარლო ანჩელოტი ყოფილ გუნდს დაუპირისპირდება. მადრიდის "რეალი" უკვე მერვედფინალშია და ამასთან შორს არც "ნაპოლი" იმყოფება. ხვიჩა კვარაცხელია და მისი თანაგუნდელები "სანტიაგო ბერნაბეუზე" დღეს, გვიან საღამოს, ჩვენი დროით 23:59 საათზე ითამაშებენ.

"სამეფო კლუბს" საკუთარ მოედანზე აპრილის შემდეგ არ წაუგია და ბოლო ცხრა საშინაო მატჩიდან რვაში გაიმარჯვა. 9 შეხვედრაა, "ლოს ბლანკოსი" იტალიურ კლუბებთან არ მარცხდება, მათ შორისაა 3 ოქტომბრის გამარჯვება (3:2) "სტადიო მარადონაზე". ანჩელოტის გუნდი დაცვაში შესანიშნავია და ეს იმ ფონზე, როცა მეკარე კურტუა და მილიტაო ტრავმირებული არიან.

Sportall.Ge

ნეაპოლელთა ძველ-ახალი მწვრთნელი ვალტერ მაცარი მადრიდის "რეალს" კარიერაში პირველად დაუპირისპირდება. მადრიდელებს არაერთი დანაკლისი აქვთ და როტაცია გარდაუვალია. ტრავმირებულების - ვინისიუსის, კამავინგასა და ჩუამენის სიას, ლუკა მოდრიჩიც შეემატა. ბელინგემი და როდრიგო თავს კარგად გრძნობენ. ნეაპოლელთა მთავარი პრობლემა მარცხენა მცველია. იქნებ ახლა საუკეთესო დროა, "კვარამ" და მისმა თანაგუნდელებმა "ბერნაბეუზე" გამარჯვებაზე იფიქრონ!.. ჩვენებური ლეგენდარულ არენაზე, სადაც ერთ დროს თამაშზე ოცნებობდა, პირველად წარდგება. საკმაოდ დიდხნიანი იძულებითი პაუზის შემდეგ კვარაცხელია-ოსიმენის დუეტს პირველივე წუთებიდან ვნახავთ.

სავარაუდო შემადგენლობები:

"რეალი": ლუნინი - ვასკესი, რუდიგერი, ალაბა, ნაჩო - ვალვერდე, კროოსი, ბ. დიასი - ბელინგემი - როდრიგო, ხოსელუ.

"ნაპოლი": მერეტი - დი ლორენცო, რაჰმანი, ნათანი, ჟესუსი - ლობოტკა, ანგისა, ზელინსკი - პოლიტანო, ოსიმენი, კვარაცხელია.

მსაჯი: ლეტექსიე (საფრანგეთი).

altრა დაგვანახა "ნაპოლის" ახალმა მწვრთნელმა და სადაა კვარაცხელიას ოპტიმალური პოზიცია...

altმაცარის სიტყვებმა "კვარა" გააგიჟა - ცნობილია, რა უთხრა იტალიელმა სპეციალისტმა მატჩის დაწყებამდე ქართველს

მკითხველის კომენტარები / 18 /
რეალი გასულია და შესაძლოა თავი აღარ გამოიდოს,რაც ნაკლებად მოსალოდნელია,საკუთარ მოედანზე,ნაპოლის კი,უზარმაზარი ხვრელები აქვს,დაცვაში და თუ მათ მოედანზე გადავიდა თამაში,აუცილებლად გაუშვებენ.იმისათვის რომ ეს არ მოხდეს,ტოტალური პრესინგია საჭირო და კიდევ საკითხავია,შესძლებენ თუ ვერა,რეალის საკუთარ ნახევარზე ამოკეტვას(უფრო ვერა).ამავე დროს,ნაპოლის უმძიმესი მატჩები ელის,იტალიის ჩემპიონატში და საკითხავია,რამდენად უღირს,რეალთან თითქმის უიმედო მატჩში,თავის გადადება.მაშინ როცა ბოლო ტურში,ბრაგას სახლში ხვდება და ნებისმიერ შემთხვევაში,მათთან ფრეც გაიყვანს,ჯგუფიდან.მით უფრო,რომ რეალთან ფრეც კი არაფერს ცვლის,ნაპოლისათვის და მხოლოდ მოგების შემთხვევაში ინაღდებენ ჯგუფიდან ვადამდე გასვლას.ამიტომ ველი,რომ ორივე გუნდი,თავისუფლად ითამაშებს და მაინც და მაინც,თავს არ შეაკლავენ ერთმანეთს.ითამაშებენ და რაც გამოვა, გამოვა.
სოსო
11:35 28-11-2023
1
მაცარიმ დაცვის ცენტრში რაჰმანი არ უნდა ათამაშოს-ბევრ შცდომებს უშვებს რაჰმანი, ეგ კი არადა დი ლორენცოც ბევრს სცოდავს დაცვაში. რაჰმანის მაგივრად ჟეზუზი და მარცხენა ფლანგზე ხვიჩას დავახმარდი ელმასსს-მართალია მცველი არაა, მაგრამ ჯანზეა და ირბინოს დაცვიდან ცენტრის ხაზამდე ხოლო წინ ხვიჩამ, მოკლედ მე შემადგენლობას ასეთს დავწერდი
გოლინი-დილორენცო, ჟეზუზი, ნათანი, ელმასი-ლობოტკა, ზელინსკი, ანგისა- პოლიტანო, ისიმენი, კვარა
რას იტყვით ?
inviz9
13:52 28-11-2023
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული