"რეალის" დამარცხება შეგვეძლო" - ვალტერ მაცარი

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურში "ნაპოლი" "რეალს" ესტუმრა და 2:4 დამარცხდა. მატჩის შემდეგ "პარტენოპეის" მთავარმა მწვრთნელმა ვალტერ მაცარიმ განაცხადა, რომ მის გუნდს "ბლანკოსის" დამარცხება შეეძლო.

"სანამ ანგარიში 3:2 იყო, უამრავი მომენტი გავანიავეთ, წინ გასვლა შეგვეძლო. ვიცოდით, რომ "რეალი" შეცდომებს არ გვაპატიებდა. ნამდვილად მქონდა განცდა, რომ მეტოქის დამარცხება შეგვეძლო.

ოსიმენის შეცვლა თავიდანვე დაგეგმილი გვქონდა. ვიქტორი ახლახან დაგვიბრუნდა და მომდევნო მატჩებში უფრო დიდ სათამაშო დროს მიიღებს", - განაცხადა მაცარიმ.

„ნაპოლი“ C ჯგუფში 7 ქულით მეორე ადგილზეა, "ბრაგას" 3 ქულით უსწრებს და 13 დეკემბერს, ბოლო ტურში, პორტუგალიურ გუნდს უმასპინძლებს - "ნაპოლის" პლეი-ოფში გასასვლელად ფრეც აძლევს ხელს,
"ბრაგას" კი ორბურთიანი სხვაობით მოგება.

alt"მსაჯს რიუდიგერი უნდა გაეძევებინა" - იტურალდე გონსალესის აზრით, "რეალის" ფეხბურთელმა განზრახ იუხეშა

altჩემპიონთა ლიგა. V ტური: საოცარი ქამბექები - პლეი-ოფის კიდევ ორი მონაწილე გახდა ცნობილი [VIDEO]

alt"ნაპოლი" "რეალთან" დამარცხდა, თუმცა პლეი-ოფში გასასვლელად ბოლო ტურში ფრეც ჰყოფნის [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 22 /
კვარა ამ ოსიმენის პასებზე თითქოს ტვინი აქვს დაპროგრამებული! ეს ზედმეტი თავმდაბლობის ბრალია. კი უხდება თავმდაბლობა რაღაც მომენტებში, მაგრამ თავისთავზე უნდა აიღოს მომენტები, როგორც ადრე აკეთებდა. გუშუნ ნამდვილად შეეძლო ნაპოლისთვის და ჩვენთვის დიდი სიხარული ეჩუქებინა. არ უნდა მიეცა პასი არაააა.
ლაშა
30 ნოემბერი 2023 22:34
3
რატომ აქვთ იტალიელებს და ფრანგებს სიბერეში თავზე ჯაგარივით თმა , ჩვენთან კი 30 წლის თითქმის ყველა მელოტია.
-
30 ნოემბერი 2023 21:45
4
ლავუაზიეს კანონია...
დდდ
01 დეკემბერი 2023 15:16
1
მაზარი თავის მომენტებს ითვლის და იმას არ უყურებს რეალს რამდენი რეალური შანსი ჰქონდა.
გიგო
30 ნოემბერი 2023 20:18
1
ერიჰაა!ჯერ ჩემპიონებად გავხდიო!ახლა,ამ მატჩის მოგება შეგვეძლოვო!ამას,რეალი ვინ ჰგონია?ნაპოლის დონის გუნდებიდან მიჰყავს,საუკეთესო,ან უნიჭიერესი ფეხბურთელები და მათგან ადგენს,შემადგენლობას.სადღაც წავიკითხე,როგორც ამისი ნათქვამი,რეალთან მატჩს,ამხანაგურის რანგში განვიხილავო...რაკი უფრო მეტი არ გაუტანეს,ხმას აუწია?ხომ ვნახეთ,რომ პრაქტიკულად ვერც ერთი შეტევა ვერ მოიგერია დაცვამ,რეალს ტემპი რომ მოემატებინა,გაცილებით მეტსაც გაუტანდა და რაში სჭირდება,ეს უაზრობა?ნაპოლის,სულ დიდი,4-5 ფეხბურთელი ჰყავს,რეალის ფეხბურთელების,ან მათთან ცოტათი მიახლოებული კლასისა.გამოჩნდა,რომ ფიზიკაშიც ჩამორჩებიან და რის იმედზე იქნევს მუშტებს.
უნიონმა,კაცნაკლულ ბრაგას ვერ მოუგო და იმედი ვიქონიოთ,ნაპოლი,ბრაგასთან მაინც შესძლებს,სასურველი შედეგის მიღწევას.ალბათ მარიო რუი,მწყობრში ჩადგება და ჟესუსზე უკეთესად,ნამდვილად ითამაშებს.ჯგუფიდან როგორმე გააღწიონ და ზამთრის ფანჯარაში,თუ ვინმე კარგი მცველი შეისყიდეს,იქნებ ერთი-ორი წრე კიდევ გადალახონ ლიგაზე,სკუდეტოზე კი,საპრიზო ადგილს შესწვდნენ.
სოსო
30 ნოემბერი 2023 20:15
1
რა რეალის კლასზეა საუბარი რუდიგერი რომ გეყოლება გუნდში რაღა უნდა თქვა
ჟორა
30 ნოემბერი 2023 17:13
13
ორი ტაიმი კარში არ დაურტყავთ იმ ორის გარდა,რომელიც გავიდა და ...როგორ უნდა მოეგო,ერთი მცდელობა ჰქონდა კვარას როდესაც თვალდახუჭულმა დაართყა მომენტში,როდესაც წინ მცველები ედგა და დაუბლოკეს,ასხლეტილი ბურთს რეალი დაეუფლა და სწრაფი კონტრშეტევით-ნაპოლი აქეთ ბეწვზე გადარჩა.
leqso
30 ნოემბერი 2023 15:44
1
ისეტი უხეირო დაცვა ყავს ნაპოლის, რომ საქართველოს ნაკრების დაცვას არ ჩამოუვარდება!
იმედი
30 ნოემბერი 2023 14:06
2
წელს შეტევაც არ სწყვეტს ვარსკვლავებს.
თემო
30 ნოემბერი 2023 16:41
1
ასეთ სისულელეს თვით გიჟი გარსიაც კი არ იტყოდა, მგონი ისევ ის სჯობდა ამ კაცს,
სიმართლე
30 ნოემბერი 2023 14:05
14
რო წააგო ნაპოლიმ ნაღდად არ მიკვირს.მე ის მიკვირს შარშან როგორ გახდა იტალიის ჩემპიონი.
გიორგი
30 ნოემბერი 2023 13:43
11
შარშან,გრანდების ლიდერები,ჯერ მსოფლოს ჩემპიონატისთვის ემზადებოდნენ,მერე კი,ემოციურად და ფიზიკურად გადაღლილები,გვიან ჩადგნენ ფორმაში.მათი ლიდერები ხომ მსოფლიოს ლიდერ ნაკრებებში თამაშობდნენ და მათ მხრებზე,უზარმაზარმა დატვირთვამ გადაიარა.ნაპოლის ლიდერები,ზოგი არ თამაშობდა,ზოგი კი,შედარებით სუსტ ნაკრებებში იყო და ჩემპიონატი,ადრე დაამთავრეს.ისინი არ გადაღლილან, დასვენებაც მოასწრეს და ტრავმების მოშუშებაც.ნაპოლის შევსებაშიც გაუმართლა,ხვიჩას და კიმის თამაში,თავიდანვე შესანიშნავად წაუვიდათ და წარმატების ტალღაზე შემომჯდარი ნაპოლი,ბრწყინვალე თამაშით,უკვე მანამდე გახდა ჩემპიონი,სანამ სხვა გრანდები,ფორმაში ჩადგებოდნენ.წელს შედეგის გამეორება,თანაც კიმის გაშვების შემდეგ,უკვე უტოპიის სფეროა და ამას,მოვლენებიც ადასტურებს.ნაპოლის არა აქვს,იმის ადამიანური რესურსი,მყარად დაჯდეს,მწვერვალზე.ძალიან გვინდა ხვიჩამ კვლავ გაიმარჯვოს,მაგრამ დღეისათვის,ეს შეუძლებელია.ხვიჩამ შუალედური საფეხური გაიარა და ტოპ გუნდში უნდა გადავიდეს.ის,სწორედ ამისათვის უნდა მოემზადოს.საამისოდ,დროის და კლუბის ზუსტად შერჩევაა საჭირო.მანამდე კი,უნარების კიდევ უფრო განვითარებაა საჭირო.
სოსო
30 ნოემბერი 2023 20:32
1
ეს თუ მართლა მაგან თქვა, მაშინ ნაპოლის საქმე ვერ იქნება კარგად...
როცა დაცვა არ გივარგა შეტევაზე "შეშინებული" მიდიხარ!
თუ გაიხსენებთ 1-2 მომენტს, ხვიჩამ ბურთი თავდასხმაში დაკარგა და ნაპოლისთან საგოლე მომენტი შეიქმნა, და კიდევ წინა სეზონში რამდენი ბურთი გაუშვა ნაპოლიმ და ეხლა უკვე რამდენი აქვს გაშვებული!
თემური
30 ნოემბერი 2023 13:37
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული