ხვიჩას და ვიქტორს გაუცდათ - დღეს "ნაპოლის" გადამწყვეტი მატჩია - რა შემთხვევაში გავლენ მერვედფინალში?

AutoSharing Option
"ნაპოლი" ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გასვლასთან ახლოსაა. ამისთვის მათ ბოლო ტურში პორტუგალიურ "ბრაგასთან" ერთბურთიანი მარცხის უფლებაც კი აქვთ. ვალტერ მაცარის გუნდი, მინიმუმ, არწაგებაზე იფიქრებს - დღეს, 12 დეკემბერს, თბილისის დროით 23:59 საათზე.

ნეაპოლელებს რთული პერიოდი აქვთ და პორტუგალიელებს ზედიზედ სამი წაგებით მასპინძლობენ. ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი საკუთარ მოედანზე ჩემპიონატშიც საშინლად გამოიყურება და გამარჯვება არც უეფას მთავარ საკლუბო ტურნირზე მოუპოვებიათ. იტალიის მოქმედ ჩემპიონებს პორტუგალიურ გუნდებთან შინ არასდროს წაუგიათ - 4 მოგება, 2 ფრე.

"იუვენტუსთან" მატჩის 72-ე წუთიდან მაცარიმ ტაქტიკა შეცვალა. იმედია, ისინი ახლაც
ასე ითამაშებენ და 3-მცველიან სტრატეგიაში ხვიჩა კვარაცხელია ვიქტორ ოსიმენთან და მეტოქის კართან უფრო ახლოს იქნება. საგულისხმოა, რომ როგორც ქართველი, ასევე ნიგერიელი, შეხვედრას ბოლომდე მზად ვერ ხვდება - ხვიჩას ვირუსის გამო გაუცდა, ვიქტორი კი დაჯილდოებაზე გაემგზავრა. მარიო რუიმ მატჩში მონაწილეობა აუცილებლად უნდა მიიღოს, თუმცა არავინ იცის, რამდენი წუთით.

შეხვედრას სლოვენიელი სლავკო ვინჩიჩი გაუძღვება, რომელიც ერთ დროს სკანდალში იყო გახვეული.

altროგორ ავხსნათ ის, რაც ხვიჩას თავს ხდება - "რატომ მაინცდამაინც მე?!"

altოსიმენი აფრიკის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა

მკითხველის კომენტარები / 14 /
რა სისულელეა არაფერიც არ გაუცდა გუშინწინ დარბაზშც დაიტვირთა მერე მოედანზეც ირბინა ცალკემ და გუშინ კი სრული დატვრთით ივარჯიშა ორივე ვარჯიში გუნდთან ერთდ ! ასე რომ სრულ ზადყოფნაშია !
zura222
12:15 12-12-2023
3
ფეხბურთის "ვამპირო პრაფესორებო"! თქვენი "ბრძნული" კომენტარებით, მარტო ხვიჩას კი არა, ყველას მოაბეზრეთ თავი! დღევანდელი თამაში რანაირი ანგარიშითაც არ უნდა დამთავრდეს, არავის გაქვთ უფლება ხვიჩას პირად ცხოვრებას შეეხოთ მაგ: ცოლის ბრალია ხვიჩას ფორმის დაკარგვა, ხელფას არ უზრდიან, ეზარება და ხალისი დაკარგული აქვს და ასე შემდეგ. უკვე ყველანაირ ზღვარს ხართ გადასულები. ხვიჩა გონიერი და ჭკვიანი ბიჭია და თქვენზე, ჩემზე უკეთ იცის, რა როგორ და რა გააკეთოს! ჩვენი საქმეა ვუყუროთ თამაშებს და ამის მერე, ტაქტიანი და არა შეურაცმყოფელი კომენტარებით ვიჯეროთ გული! ბოლოს: აღარ გაბედოთ და ხვიჩას მეუღლეს შურაცყოფა აღარ მიაყენოთ! რაღა დაგვჩენია, ხვიჩას წარმატება დღევანდელ თამაშში!
ზურა
14:01 12-12-2023
9
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული