"მეტოქე ძალიან ძლიერია, თუმცა..." - მაცარი ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრას გამოეხმაურა

AutoSharing Option
რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში "ბარსელონა" "ნაპოლის" დაუპირისპირდება. კენჭისყრის შემდეგ, "პარტენოპეის" მთავარმა მწვრთნელმა ვალტერ მაცარიმ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

მისი თქმით, "ნაპოლის" ძალიან ძლიერი მეტოქე შეხვდა, მაგრამ ეს გუნდისთვის შესანიშნავი გამოწვევაა.

"კენჭისყრამდე ვიცოდი, რომ ნებისმიერ შემთხვევაში რთული მეტოქე გვეყოლებოდა, თუმცა "ბარსელონა" განსაკუთრებულად ძლიერი გუნდია. "ნაპოლისთვის" ეს შესანიშნავი გამოწვევა იქნება", - განაცხადა მაცარიმ.

შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის მატჩების განრიგი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

alt"ბარსელონა" ფავორიტია, თუმცა "ნაპოლის" ერთი უპირატესობა აქვს - რა თქვა ფედელემ

altკვარაცხელია "ბარსელონას" წინააღმდეგ - ჩემპიონთა ლიგის

მერვედფინალური წყვილები ცნობილია
მკითხველის კომენტარები / 11 /
ძლიერი კი არა ძალიან მაგრი ვარიანტია (ნუ სისოედადც შეიძლეობა) თუ გავითვალისწინებთ სხვა გუნდებს
სიმართლე
16:37 18-12-2023
1
სადაც შახტარმა და პორტუმ მოუგო, ნაპოლისაც აქვს კარგი შანსი.
ნუგზარი
18:02 18-12-2023
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული