ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი: "ინტერმა" "ატლეტიკოს" მოუგო - პსვ და "დორტმუნდი" დაზავდნენ [VIDEO]

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგაზე პირველი ორი მერვედფინალური მატჩი გაიმართა.

ინტერმა“ საკუთარ მოედანზე „ატლეტიკო“ 1:0 ტრავმირებული ტიურამის ნაცვლად შეცვლაზე შესული არნაუტოვიჩის გოლით დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ სტუმართა გუნდს კარში ბურთი არ დაურტყამს, თუმცა საკუთარ მოედანზე გაცილებით უკეთ თამაშობს, ვიდრე გასვლაზე - შინ გამართული ბოლო 27 მატჩიდან 24 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა და მხოლოდ 1 წააგო.

. „ინტერმა“ ზედიზედ 9 გამარჯვება 2021 წლის გაზაფხულის შემდეგ პირველად მოიპოვა.
. „ატლეტიკოს“ თავკაცმა სიმეონემ მწვრთნელის რანგში ტურნირზე მეასე მატჩი ჩაატარა.
. მადრიდულმა გუნდმა ბოლო 4 თამაშიდან 3 ერთნაირი ანგარიშით,
0:1 დათმო.

პსვ-სა და „დორტმუნდის“ დაპირისპირება 1:1 დასრულდა. მოთელვაზე დაშავდა გერმანული კლუბის მეკარე კობელი, რომელიც მაიერმა შეცვალა. საპასუხო შეხვედრას დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს მათი ცენტრალური მცველი შლოტერბეკი.

მილანი. „სან სირო“
ინტერი - ატლეტიკო 1:0
გოლი: არნაუტოვიჩი (79)

ეინდჰოვენი „ფილიპსი“
პსვ - დორტმუნდი 1:1
გოლები: 0:1 მალენი (24), 1:1 ლ. დე იონგი (56, პენ)

ამ გუნდების საპასუხო შეხვედრები 14 მარტს ჩატარდება.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ინტერს ძალიან გაუჭირდება მადრიდში ორ ბურთიან სხვაობით უნდა მოეგო ინტერს
ტოლსენი
09:45 21-02-2024
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული