"შენზე მაღლა მხოლოდ გვარდიოლა დგას! არასდროს დამავიწყდება, როდესაც მითხარი..." - ანრიმ და ხავიმ "ნაპოლისთან" მატჩის შემდეგ პირდაპირ ეთერში პატივისცემა და სიყვარული არ დამალეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიმ" "ბარსელონას" უმასპინძლა და ფრედ, 1:1 ითამაშა.

მატჩის შემდეგ CBS Sports-ის ეთერში საფეხბურთო ვარსკვლავები იყვნენ შეკრებილი, რომლებიც აღნიშნულ დაპირისპირებას განიხილავდნენ.

ერთ-ერთი ასეთი ტიერი ანრი გახლდათ, რომელიც "ბლაუგრანაში" კატალონიელთა ამჟამინდელ მწვრთნელ ხავი ერნანდესთან თამაშობდა.

სწორედ ხავის ჩართვის დროს ფრანგმა და ესპანელმა ლეგენდებმა ერთმანეთის მიმართ სიყვარული და პატივისცემა არ დამალეს. 

"გაოცებული ვარ შენ მიერ გაწეული სამუშაოთი. არ მაინტერესებს, ხალხი რას ამბობს. თქვენ მოიგეთ ლა ლიგა, ასე
რომ, იამაყეთ. ვიცი, შენ ვინც ხარ.

ძალიან ვამაყობ, რომ შენი თანაგუნდელი ვიყავი, ბევრი რამ მასწავლე. არასდროს დამავიწყდება, როდესაც "ბარსელონაში" ყოფნის პერიოდში მითხარი, რომ მომეკეტა, ვიდრე რაიმე ტიტულს არ მოვიგებდი და მერე მივხვდებოდი, რას ნიშნავდა ეს კლუბი. ასე რომ, დიდი მადლობა ამისთვის!

შენი ტვინი ჩემთვის მეორეა. ერთადერთი, ვინც ფეხბურთზე შეხედულებებით შენზე მაღლა დგას, პეპ გვარდიოლაა.

ასე რომ, იმედი მაქვს, მალევე დაბრუნდები (ხავი მიმდინარე სეზონის ბოლოს "ბარსელონას" ტოვებს). ვიცი, რომ თქვენ სეზონი ჯერ კიდევ წინ გაქვთ, მაგრამ იცი, რასაც ვგულისხმობ. ასე რომ, ხავი, სწრაფად დაბრუნდი!", - უთხრა ანრიმ.

"ტიტი, ძალიან მიყვარხარ! ძალიან ვაფასებ შენს სიტყვებს. დიდი გავლენა გქონდა "ბარსელონაში" და ძალიან დაგვეხმარე ტიტულების მოპოვებაში. ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარი ხარ", - უპასუხა ხავიმ.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ბოლოს აკოცეს ხო? ხომ აკოცა ააა? ხო თუ არა?
კ ო მ ბ ლ ე
13:29 23-02-2024
11
აფერისტები! ვითომ ეხლა ძალიან უყვართ ერთმანეთი?!
გიგა
12:27 23-02-2024
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული