არნახული დაპირება დე ლაურენტისისგან - რამდენს მიიღებს "ნაპოლი" "ბარსელონას" დამარცხების შემთხვევაში?

AutoSharing Option
„ნაპოლის“ პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი, რომელიც გულუხვობით ნამდვილად არ გამოირჩევა, თავის გუნდს ჩემპიონთა ლიგაზე „ბარსელონას“ ძლევის შემთხვევაში სოლიდურ პრემიას დაჰპირდა.

„კორიერე დელო სპორტის“ ცნობით, დე ლაურენტისს ძალიან უნდა „ნაპოლი“ ჩემპიონთა ლიგის გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდეს, 2025 წელს აშშ-ში მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე ითამაშოს და გუნდს ბონუსების სახით 10 მილიონ ევროს დაჰპირდა.

თუ „ნაპოლი“ 1/4-ფინალში გავიდა, უეფასგან 10.6 მილიონს მიიღებს, ხოლო მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე მონაწილეობისათვის გაცილებით მეტს.

"ნაპოლისა" და "ბარსელონას" პირველი მატჩი 1:1 დასრულდა, საპასუხო კი 12 მარტს გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 21 /
თუ ნაპოლიმ ბარსელონა გაიარა,10,6 მილიონს მიიღებს და თითქმის გაინაღდებს,საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატზე მონაწილეობას,ეს კი,დამატებითი შემოსავალია,100 მილიონიდან და ზევით.მაგ ფულის გულისათვის,რა თქმა უნდა შეჰპირდება.2027 წელს,ახალ,60 000-იანი სტადიონის აშენებას აპირებს,დე ლაურენტისი.ჰო და შეეცდება რაც შეიძლება მეტი ფულის გადადებას,მისი აშენებისათვის.რა თქმა უნდა სურს,რაც შეიძლება ცოტა სესხის აღებამ მოუწიოს.ალბათ ამის გამოც იქცევა ასე უნამუსოდ,ფეხბურთელებთან.
სოსო
11 მარტი 2024 00:26
3
სამოცდაათიან წლებში საბჭოთა ახალგაზრდულ ნაკრებში ათ ნომერზე თამაშობდა ზურაბ პეტრიაშვილი [გურამის ძმა 'ძილში დაგესიზმრებით'']-ო თუგახსოვთ,ზვიადის მთავრობაში იყო; ჰოდა ამ ზურას გუნდის სხვა წევრებისაგან განსხვავებით მწვრთნელი თამაშის სტრატეგიის დაგეგმვის დროს არასდროს გეგმას არ აძლევდა ''შენ დარიგება არ გჭირდება როგორც გინდა ისე ითამაშეო''. სამწუხაროდ სხვადასხვა მიზეზების გამო დიდი ფეხბურთი ვერ ითამაშა [ძალიან ტექნიკური იყო].
ფიგუ
11 მარტი 2024 00:14
1
ცხონებული მამაჩემი,ზღვაზე ისვენებდა.მაშინ გამოვიდა პირველად ნოდარ დუმბაძის "მე,ბებია,ილიკო და ილარიონი".ჩამოჯდა თურმე მამაჩემი სტადიონის სკამზე,კითხულობს წიგნს და კვდება სიცილით.ეს რომ დაუნახავს,იქ გასცნობია,გურამ პეტრიაშვილი.მოედანზე თბილისის დინამოელები ვარჯიშობდნენ და გურამი მეუბნება,ახლა უყურე მაგათ რა დღეში გავატარებო.მართლაც შესულა მოედანზე და მაგრად ამატავა დინამოელები,ბურთს ვერ ართმევდნენო.ხომ არ შეგეშალა,მეთქი,არა,ის უნდა იყოს,ძალიან ჰგავსო,მიპასუხა,უკვე იმ დროს,გურამ პეტრიაშვილი,ეკრანებზე რომ გამოჩნდა.სადაც ერთი ძმა იყო ძალიან ტექნიკური,იქ მეორეც,წესით არ უნდა ყოფილიყო მთლად უნიჭო და გამოდის,მამაჩემს ,მართლაც ის გურამ პეტრიაშვილი გასცნობია.ეტყობა დინამოელებიც კარგად იცნობდნენ,თორემ გასაგებია,რომ მოედანზეც არ შეუშვებდნენ.
პ.ს.გურამ პეტრიაშვილი,პირველ რიგში მწერალია და მაშინ,ფეხბურთელებსა და მწერლებს,შემოქმედ ხალხს შორის,განსაკუთრებულად თბილი,მეგობრული ურთიერთობები არსებობდა.
სოსო
11 მარტი 2024 11:14
1
კაცმა სერია ცედან ამოიყვანა გაკოტრებული გუნდი.ჩემპიონი გახადა!იქნებ ასწავლოთ პროფესორებმა როგორ მართოს კლუბი?!:))
ჯეჯე
11 მარტი 2024 00:06
1
გამანათლეთ ვინმემ როგორ უნდა გავიდეს მსოფლიო ჩემპიონთა ლიგაზე ნაპოლი მე ვიცი ვინც ევროპაში თასს აწევს (ჩემპიონთა ლიგას მოიგებს) ის გადის, და მეოთხედ ფინალი რას შველის ?? მადლობა წინასწარ
გიო
11 მარტი 2024 00:04
1
ჩემპიონთა ლიგა კი არა,საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატზეა ლაპარაკი.ბოლო წლებში საუკეთესო შედეგების კლუბებს შორის აპირებენ,ამ ტურნირის ჩატარებას.გასული სეზონის იტალიის ჩემპიონი,ცოტა ამ წლის შედეგებსაც თუ წაუმატებს,კი უნდა მოხვდეს უძლიერესთა მარაქაში.ყველამ შესაძლოა არც მოინდომოს,მანდ თამაში,სხვადასხვა მიზეზით,დე ლაურენტისს კი,ბევრი ფული სჭირდება 60 000-იანი სტადიონის ასაშენებლად.
სოსო
11 მარტი 2024 11:22
0
ნეტავი ვერ გავიდეს ნაპოლი მეოთხედფინალში ! ჯერ ერთი იმ ნაბ...წუწურაქს მთხლე შეხვდება და არა 110 მილიონი და რაც მთავარია კვარაც არ დაიღლება ზედმეტად და ნაკრებში დასვენებული ჩამოვა ხოლმე !
zura222
10 მარტი 2024 22:19
55
აი კვარაც სულ შენზე დარდობს, როგორც რუსკი კარაბლს გაყოლილი ზურა იტყვისო, ისე ვიზამო. ამ უკრაინელებს რას გადაეკიდე, დაგიშავეს რამე?
დავით 67
10 მარტი 2024 23:29
18
მჟავე პანტა დელიკატესია
ზურაბ
10 მარტი 2024 21:34
1
ეს "გაცილებით მეტი " იცით რამდენია? 100 მილიონი. ამიტომაც იკლავს თავს წუწურაქი ლაურენტესი, თორემ მაგას მჟავე პანტას ვერ გააგდებიებს კაცი...
ბესო
10 მარტი 2024 21:12
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული