დიდი მატჩის დღე! კვარაცხელია იმ "ბარსელონას" წინააღმდეგ, რომელსაც მისი ტრანსფერი აინტერესებს!..

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიას ჩვეულ ფორმაში შესვლა და მის მიმართ "ბარსელონას" სატრანსფერო ინტერესი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის განმეორებით მატჩს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის, რომელსაც "ნაპოლი" კატალონიაში ჩაატარებს. მოგეხსენებათ, პირველი შეხვედრა ფრედ (1:1) დასრულდა. "კვარა" და მისი თანაგუნდელები "კამპ ნოუს" ნაცვლად "ესტადიო ოლიმპიკოზე" (54 367 მაყურებელი) ითამაშებენ - დღეს, 12 მარტს, 23:59 საათზე (ჩვენი დროით).

ყურადღებას ამ დაპირისპირების წინ საინტერესო სამ ფაქტზე გავამახვილებთ:

* თუკი "ბარსელონა" პლეი-ოფში პირველ შეხვედრაში სტუმრად არ მარცხდება, თითქმის ყველა შემთხვევაში (21-დან 20) შემდეგ ეტაპზე გადის;

* ბოლო ორი სეზონის
განმავლობაში, "ნაპოლი" ჩემპიონთა ლიგაზე სტუმრად უკეთ თამაშობს, ვიდრე საკუთარ მოედანზე (8-დან 5 გამარჯვება);

* ვიქტორ ოსიმენი თუ გაიტანს, უეფას მთავარ საკლუბო ტურნირზე ყველაზე შედეგიანი ნიგერიელი ფეხბურთელი გახდება (10 გოლით) და ობაფემი მარტინსს ჩამოიტოვებს.

Sportall.Ge

როგორი შინაარსის მატჩს ველით ბარსელონაში? ხავის გუნდს ბურთის ფლობის უპირატესობა რომ ექნება, ეს მოსალოდნელია და კალცონამ თავისი ტაქტიკა ამ ვითარებაზე უნდა ააწყოს. კონტრშეტევების დროს კვარაცხელიას ფაქტორის გამოყენება პროდუქტიული შეიძლება იყოს, თუმცა ამისთვის საჭიროა, გუნდმა ბურთი მოიპოვოს და შეტევაში მაქსიმალურად სწრაფად გადაიტანოს. გავიხსენოთ პირველი შეხვედრა, სადაც კუნდეს ქართველის შეჩერება  დაუხმარებლად აშკარად უჭირდა... იქ ოსიმენმა "ნაჩუქარი" შეირგო, "ბარსელონას" დაცვა, ბოლო სამი ტურია, სტაბილურია და გოლი არ გაუშვია. ცენტრში არაუხოსა და 17 წლის კუბარსის დუეტი ჩამოყალიბდა, ახლა კი, სავარაუდოდ, კვლავ გამოცდილ მარტინესს ვიხილავთ.

ესპანელებს ნახევარდაცვაში სერიოზული პრობლემები აქვთ, გავის არყოფნას პედრი და დე იონგი დაემატა. კრისტენსენსა და გიუნდოგანთან ერთად, ბოლო ტურში რაფინიამ ითამაშა, ახლა კი 20 წლის ფერმინ ლოპესს ველით, რომელმაც ტრავმირებული ბრაზილიელი (უკვე მომჯობინდა) პირველივე ტაიმში ჩაანაცვლა. წინა ხაზზე ფელიქსთან და ლევანდოვსკისთან ერთად, 16 წლის იამალი იქნება, რომელსაც სურს, ტურნირის ამ ეტაპზე ყველაზე ახალგაზრდა გამტანი იყოს.

იტალიელებს დაცვაში რაჰმანი უბრუნდებათ, კაიუსტე და ნგონჟე განაცხადში არიან, ზელინსკი კი, მოგეხსენებათ, იქ არაა. რუისა და კვარაცხელიას ბრწყინვალე შეთამაშების მიუხედავად, სასტარტოში ახლა ოლივერას ველით, ტრაორე კი პირველივე წუთებიდან დაიწყებს.

ქართულ-ნიგერიული დუეტი ძველებური სიმწვავით ამუშავდა და მათი შეჩერება რთული იქნება. პირველი გოლი თამაშის შინაარსზე დიდ მნიშვნელობას შეიძენს. ფაქტია, კალცონამ იცის, როგორ არ წააგოს და 1:1 მისი "საყვარელი" ანგარიშია. ასე რომ, არც ოვერტაიმი და პენალტების სერია გამოვრიცხოთ...

Sportall.Ge

სავარაუდო შემადგენლობები:

"ბარსელონა": ტერ შეტეგენი - კუნდე, არაუხო, მარტინესი, კანსელუ - კრისტენსენი, გიუნდოგანი, ლოპესი - იამალი, ლევანდოვსკი, ფელიქსი;

"ნაპოლი": მერეტი - დი ლორენცო, რაჰმანი, ჟესუსი, ოლივერა - ლობოტკა, ანგისა, ტრაორე - პოლიტანო, ოსიმენი, კვარაცხელია.


მსაჯი ნიდერლანდელი მაკელიე იქნება, რომელიც "ნაპოლის" ჯგუფურ ეტაპზე უკვე მოემსახურა ("უნიონთან" 1:1).

altდე ლაურენტისმა პირობა დადო - "ნაპოლის" 2027 წელს ახალი სტადიონი ექნება

alt"ნაპოლის" ყველა დროის ბომბარდირების ათეული - რომელ პოზიციაზე არიან ოსიმენი და კვარაცხელია და რამდენი გოლი აშორებს ხვიჩას მარადონამდე?

მკითხველის კომენტარები / 19 /
ხალხო თუ ვინმეს გაქვღ წვდომა ნაპოლისთან,მწვრთნელს უთხაეით რა ლობოტჯას ნუღარ აღამაშებს.ვერ გაიგო მაგან საით არის მოწინააღმდეგის კარები. ყველგან ვწერ იქნებ ერთმა გაამართლოს







დავითი
02:11 13-03-2024
0
ვიცით რომ დღეს ბარსელონა ფავორიტია, თან სახლში თამაშობს, მაგრამ წინასწარ უკვე მოგებას რატომ უწინასწარმეტყველებთ. რა ყოვეთვის ფავორიტი გუნდი იგებს თამაშს? პროგნოზის გაკეთების უფლება ყველას აქვს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ზუსტად ისე მოხდება. წარმატება ნაპოლის!
დავით 67
17:00 12-03-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული