დიდი მატჩის დღე! კვარაცხელია იმ "ბარსელონას" წინააღმდეგ, რომელსაც მისი ტრანსფერი აინტერესებს!..

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიას ჩვეულ ფორმაში შესვლა და მის მიმართ "ბარსელონას" სატრანსფერო ინტერესი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის განმეორებით მატჩს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის, რომელსაც "ნაპოლი" კატალონიაში ჩაატარებს. მოგეხსენებათ, პირველი შეხვედრა ფრედ (1:1) დასრულდა. "კვარა" და მისი თანაგუნდელები "კამპ ნოუს" ნაცვლად "ესტადიო ოლიმპიკოზე" (54 367 მაყურებელი) ითამაშებენ - დღეს, 12 მარტს, 23:59 საათზე (ჩვენი დროით).

ყურადღებას ამ დაპირისპირების წინ საინტერესო სამ ფაქტზე გავამახვილებთ:

* თუკი "ბარსელონა" პლეი-ოფში პირველ შეხვედრაში სტუმრად არ მარცხდება, თითქმის ყველა შემთხვევაში (21-დან 20) შემდეგ ეტაპზე გადის;

* ბოლო ორი სეზონის
განმავლობაში, "ნაპოლი" ჩემპიონთა ლიგაზე სტუმრად უკეთ თამაშობს, ვიდრე საკუთარ მოედანზე (8-დან 5 გამარჯვება);

* ვიქტორ ოსიმენი თუ გაიტანს, უეფას მთავარ საკლუბო ტურნირზე ყველაზე შედეგიანი ნიგერიელი ფეხბურთელი გახდება (10 გოლით) და ობაფემი მარტინსს ჩამოიტოვებს.

Sportall.Ge

როგორი შინაარსის მატჩს ველით ბარსელონაში? ხავის გუნდს ბურთის ფლობის უპირატესობა რომ ექნება, ეს მოსალოდნელია და კალცონამ თავისი ტაქტიკა ამ ვითარებაზე უნდა ააწყოს. კონტრშეტევების დროს კვარაცხელიას ფაქტორის გამოყენება პროდუქტიული შეიძლება იყოს, თუმცა ამისთვის საჭიროა, გუნდმა ბურთი მოიპოვოს და შეტევაში მაქსიმალურად სწრაფად გადაიტანოს. გავიხსენოთ პირველი შეხვედრა, სადაც კუნდეს ქართველის შეჩერება  დაუხმარებლად აშკარად უჭირდა... იქ ოსიმენმა "ნაჩუქარი" შეირგო, "ბარსელონას" დაცვა, ბოლო სამი ტურია, სტაბილურია და გოლი არ გაუშვია. ცენტრში არაუხოსა და 17 წლის კუბარსის დუეტი ჩამოყალიბდა, ახლა კი, სავარაუდოდ, კვლავ გამოცდილ მარტინესს ვიხილავთ.

ესპანელებს ნახევარდაცვაში სერიოზული პრობლემები აქვთ, გავის არყოფნას პედრი და დე იონგი დაემატა. კრისტენსენსა და გიუნდოგანთან ერთად, ბოლო ტურში რაფინიამ ითამაშა, ახლა კი 20 წლის ფერმინ ლოპესს ველით, რომელმაც ტრავმირებული ბრაზილიელი (უკვე მომჯობინდა) პირველივე ტაიმში ჩაანაცვლა. წინა ხაზზე ფელიქსთან და ლევანდოვსკისთან ერთად, 16 წლის იამალი იქნება, რომელსაც სურს, ტურნირის ამ ეტაპზე ყველაზე ახალგაზრდა გამტანი იყოს.

იტალიელებს დაცვაში რაჰმანი უბრუნდებათ, კაიუსტე და ნგონჟე განაცხადში არიან, ზელინსკი კი, მოგეხსენებათ, იქ არაა. რუისა და კვარაცხელიას ბრწყინვალე შეთამაშების მიუხედავად, სასტარტოში ახლა ოლივერას ველით, ტრაორე კი პირველივე წუთებიდან დაიწყებს.

ქართულ-ნიგერიული დუეტი ძველებური სიმწვავით ამუშავდა და მათი შეჩერება რთული იქნება. პირველი გოლი თამაშის შინაარსზე დიდ მნიშვნელობას შეიძენს. ფაქტია, კალცონამ იცის, როგორ არ წააგოს და 1:1 მისი "საყვარელი" ანგარიშია. ასე რომ, არც ოვერტაიმი და პენალტების სერია გამოვრიცხოთ...

Sportall.Ge

სავარაუდო შემადგენლობები:

"ბარსელონა": ტერ შეტეგენი - კუნდე, არაუხო, მარტინესი, კანსელუ - კრისტენსენი, გიუნდოგანი, ლოპესი - იამალი, ლევანდოვსკი, ფელიქსი;

"ნაპოლი": მერეტი - დი ლორენცო, რაჰმანი, ჟესუსი, ოლივერა - ლობოტკა, ანგისა, ტრაორე - პოლიტანო, ოსიმენი, კვარაცხელია.


მსაჯი ნიდერლანდელი მაკელიე იქნება, რომელიც "ნაპოლის" ჯგუფურ ეტაპზე უკვე მოემსახურა ("უნიონთან" 1:1).

altდე ლაურენტისმა პირობა დადო - "ნაპოლის" 2027 წელს ახალი სტადიონი ექნება

alt"ნაპოლის" ყველა დროის ბომბარდირების ათეული - რომელ პოზიციაზე არიან ოსიმენი და კვარაცხელია და რამდენი გოლი აშორებს ხვიჩას მარადონამდე?

მკითხველის კომენტარები / 19 /
ოჰ, ნეტავ ნაპოლიმ გამოაბუნძულოს ბარსა და არაფერი მინდა სხვა! დედა ეტიროთ ლაპორტას და ჩავის! მაგათი "ზუბი მჭირს"!
ლაშა
14:02 11-03-2024
6
დე იონგის და განსაკუთრებით პედრის არყოფნა არის შანსი, რომელიც ქმნის შესაძლებლობას ნაპოლიმ დადებითი რეზულტატი დადოს. პირველ თამაშში ბარსას სწორედ პედრი რეჟისორობდა. მისი ვერტიკალური პასები ნაპოლის ტორტივით ჭრიდა და ბევრი მომენტი შეექმნათ. სწორედ მოედნის შუაგილის დაპატრონებამ გადაწყვიტა ის მატჩი. ამჯერად ნაპოლის შუახაზმა ძალიან უნდა მოინდომოს, ამაზე ბევრი იქნება დამოკიდებული. არ უნდა დარჩეს ხაზებს შორის იმდენი სივრცე, როგორც პირველ შეხვედრაში იყო. დაცვამ მუხლების კანკალით არ უნდა ითამაშოს და წინა ხაზებთან სინქრონში იმოქმედოს, საჭირო დროს უშიშრად უნდა აიწის ზევით, არ უნდა მოწყდეს ნახევარდაცვას (ამისთვისაა აუცილებელი სწრაფი ცენტრები). როგორც არ უნდა თამამ განაცხადად ჩანდეს, აი ნაპოლის წინა ხაზი არაფრით ჩამოუვარდება ბარსას, პირიქით სჯობია კიდეც. რაც აშკარად სუსტია , ეს ნაპოლის დაცვის ხაზია. ამ დაცვით დიდი მიზნები აბსურდად მოჩანს. ვინც რაც არ უნდა თქვას, საერთო ჯამში ამ თამაშში ნაპოლის ერთადერთი შანსი კვარაცხელიაა. მოკრძალებით უნდა დავიტოვოთ იმედი, რომ მას თამაში წაუვა და მის შესაძლებლობებს სრულად წარმოაჩენს. ამისათვის ნაპოლის ფარული განზრახვა უნდა იყოს, როგორმე შექმნან კვარასთვის ოპერატიული სივრცე, მის ფლანგზე მაინც დატოვონ კვარა ერთი ერთზე კუნდესთან. დარწმუნებული ვარ მისგან ბურდღასაც არ დატოვებს. ერთი მარჯვენა მსოფლიო დონის (არნოლდი) მცველი ჩამოალაბორანტა უაპელაციოდ, არც კუნდე გაუჭირდება. ერთი სიტყვით ნაპოლის ვურჩევდი: ისარგებლეთ იმით, რომ გუნდში ასეთი დონის ფეხბურთელი გყავთ, ის მზადაა ნებისმიერი თქვენი ჩანაფიქრისთვის, გამოგყვებათ ყველაზე თამამ გადაწყვეტილებაში, იკისრებს შავ საქმსაც, თუ ეს საჭირო დარჩა. ნაპოლი! კვარა თქვენი შანსია, რომელიც ვინ იცის კიდევ როდის გექნებათ, გექნებათ კი საერთოდ ამ საუკუნეში? ეს საშუალო დონის ფეხურთელები ლამის სუპერვარკვლავებად იქეცით, ეს თქვენი ბოლო შესაძლებლობაა აჯობოთ საკუთარ თავს!
ამატაკი
12:51 11-03-2024
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული