დებოში ბარსელონაში - დე ლაურენტისი აბობოქრდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"ნაპოლის" პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს ძალიან უნდა, თავისმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში "ბარსელონას" ბარიერი გადალახოს, რამეთუ მეოთხედფინალში გასვლისათვის უეფასგან 10.6 მილიონ ევროს მიიღებს და აშშ-ში 2025 წელს ჩასატარებელ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე მონაწილეობასთან მიაახლოებს, სადაც ყოველ გუნდს მხოლოდ თამაშისთვის 50 მილიონი ევრო ერგება.

ნეაპოლური კლუბის მფლობელი ფეხბურთელებს დაჰპირდა, რომ "ბარსელონას" ძლევის შემთხვევაში ბონუსების სახით 10 მილიონს მისცემს. ის გუნდს თვითმფრინავით გაჰყვა, ბარსელონას "ოლიმპიკ ლიუის კომპანისის" (იგივე "მონჟუიკი") სტადიონის გაზონი გულდაგულ შეამოწმა და უცებ თავისი გუნდის ნახევარმცველ მატეო პოლიტანოს მივარდა, რომელიც SKY
Sport-ს ინტერვიუს აძლევდა.

Sportall.Ge

El Chiringuito TV-ის ცნობით, "ნაპოლის" პრეზიდენტი ძლიერ განერვიულებული იყო, ოპერატორს, რომელიც კამერით ინტერვიუს იღებდა, შეუყვირა და ხელი ჰკრა, რამაც ყველა გააკვირვა. ესპანური მედიის მტკიცებით, დონ აურელიომ განაცხადა, რომ მის ფეხბურთელებს ინტერვიუს მიცემის უფლება მხოლოდ ჟურნალისტ ჯანლუკა დი მარციოსთვის აქვთ.

მკითხველის კომენტარები / 16 /
დებილს გონია რომ Napoli გრანდია .......
!!!!
19:28 15-03-2024
0
ბებერი ფულის ღორი
ნიკოლოზი
01:40 14-03-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული