"წყვილში ფავორიტად ყველა "მანჩესტერ სიტის" მიიჩნევს, მაგრამ..." - რა თქვა ანჩელოტიმ წილისყრაზე

AutoSharing Option
გუშინ, 15 მარტს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრა გაიმართა, სადაც ცნობილი გახდა, რომ მადრიდის "რეალი" ორმატჩიან დუელში ტურნირის მოქმედ გამარჯვებულს "მანჩესტერ სიტის" დაუპირისპირდება.

"ბლანკოსის" მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ განაცხადა, რომ მიუხედავად მეტოქის სიძლიერისა, საკუთარი გუნდის ბოლომდე სჯერა.

"მანჩესტერ სიტის" ყველა ფავორიტად მიიჩნევს. ძალიან რთული მეტოქე შეგვხვდა, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ მათი დამარცხება შეგვიძლია. არ აქვს მნიშვნელობა, რომ საპასუხო მატჩი მანჩესტერში გაიმართება.

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ასპარეზობა ყოველთვის რთულია. თუ მოგება გინდა, საუკეთესო უნდა დაამარცხო. ალბათ, დღესდღეობით "მანჩესტერ სიტი" ევროპაში საუკეთესო
გუნდია", - განაცხადა ანჩელოტიმ.

შეგახსენებთ, გუნდებს შორის პირველი მატჩი "ბერნაბეუზე", 9 აპრილს გაიმართება, საპასუხო შეხვედრა "ეტიჰადზე" 17 აპრილს შედგება.

alt"დიდებულად ითამაშა" - ლუნინმა ანჩელოტი აღაფრთოვანა

altანჩელოტიმ "რეალში" ბენზემას შესაძლო დაბრუნებაზე ისაუბრა

alt"ამ თემაზე საუბარი არ მსურს" - ანჩელოტიმ "ნაპოლისთან" მატჩისწინა პრესკონფერენციაზე დასმულ კითხვაზე საუბარზე უარი განაცხადა

მკითხველის კომენტარები / 4 /
ანჩელოტი გენიოსი მწვრთნელია. მთლად დაუნები რომ ყავდეს ფეხბურთელებად, უმაღლესი მიზნებისათვის მებრძოლ გუნდს ყოველთვის შექმნის. ნეტავი ჩვენს ნაკრებს მსგავსი მწვრთნელი.
თენგაბი
09:28 18-03-2024
2
რეალს მსაჯი თუ იხსნის. ინგლიში მსაჯებიც ვერ უშველიან
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
17:56 16-03-2024
15
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული