ჩემპიონთა ლიგა. 1/4-ფინალი: "ბარსამ", რომელსაც Puta უძახეს, პსჟ-ს მოუგო - "ატლეტიკომ" "დორტმუნდს" სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგაზე ორი მეოთხედფინალური მატჩი გაიმართა.

„ბარსელონამ“ საოცარ შეხვედრაში პსჟ-ს სტუმრად 3:2 სძლია, „ატლეტიკომ“ კი სახლში „დორტმუნდს“ 2:1 მოუგო.

პარიზი. „პარკ დე პრენსი“. 47 470 მაყურებელი
პსჟ - ბარსელონა 2:3
გოლები: 0:1 რაფინია (37), 1:1 დემბელე (48), 2:1 ვიტინია (51), 2:2 რაფინია (62), 2:3 კრისტენსენი (77)

მადრიდი. „ვანდა მეტროპოლიტანო“. 68 641 მაყურებელი
ატლეტიკო - დორტმუნდი 2:1
გოლები: 1:0 დე პაული (5),2:0 ლინო (32), 2:1 ალერი (81)

. შეხვედრის დაწყებამდე პარიზელი ფანები სკანდირებდნენ:“ «¡Puta Barça!»“.
. „ბარსამ“ ზედიზედ მეხუთე
გამარჯვება იზეიმა და ბოლო 12 შეხვედრაში დაუმარცხებელია.
. „ბარსელონას“ შემტევი იამალი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელმაც 1/4-ფინალში ითამაშა - 16 წლის და 272 დღის.
. მარკინიოსი პსჟ-ში ჩატარებული 436 მატჩით ამ გუნდის რეკორდსმენი გახდა.
. პარიზული გუნდის თავდამსხმელ მბაპეს მეტოქის კარში ბურთი არ დაურტყამს.
. ამით შეწყდა პსჟ-ის 28-მატჩიანი წაუგებელი სერია.
. "დორტმუნდის" თავდამსხმელმა ალერმა ტურნირზე 13 შეხვედრაში 12 გოლი გაიტანა.
. "ატლეტიკო" სიმეონეს მწვრთნელობის პერიოდში პლეი-ოფში საკუთარ მოედანზე არ  დამარცხებულა - 11 მოგება და 6 ფრე საერთო ანგარიშით 20:5.

საპასუხო შეხვედრები 16 აპრილს გაიმართება.

altჩემპიონთა ლიგა. 1/4-ფინალი: ფეხბურთი მთელი თავისი დიდებულებით - "რეალი" და "სიტი" და "არსენალი" და "ბაიერნი" დროებით დაზავდნენ [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 11 /
არადა მეგონა რომ პსჟ ადვილად მოუგებდა და რა მოხდა? ბარსა გასულია და ნახევარ ფინალში ატლეტიკოს შეხვდება. აი მანდ რა მოხდება კაცმა არ იცის. მეორე მხარეს კი ისეთი ამბავია კაცმა არ იცის რა მოხდება, მაგრამ ფინა სიტი-ატლეტიკო მგონია. ეს ჩემი აზრია, მაგრამ ვნახოთ. რაც მთავარია კარგი თამაშებია და ეს უფრო კარგია
zura
12:01 11-04-2024
5
ბარსა ყველას ჩამოწერილი ყავდა მაგრამ ლიგის ფინალისკენ უდიდესი ნაბიჯი გადადგა.
მინდია
08:55 11-04-2024
3

სიახლეები პოპულარული