ვაისი გვარდიოლას წინააღმდეგ - კაშიას გუნდის სერიოზული გამოცდა - ცენტრალური და ქართველების მატჩები

AutoSharing Option
ახალი ფორმატით მიმდინარე ჩემპიონთა ლიგაზე მეორე ტურის მატჩები ჩატარდება. მოგეხსენებათ, ევროპა ლიგა გასულ კვირას გაიმართა, კონფერენს ლიგის პირველი ტურის ჩატარების თარიღი კი 2 და 3 ოქტომბერია.

ქართველი სამშაბათს

სამშაბათს, 1-ელ ოქტომბერს (23:00 სთ), მხოლოდ ერთი ქართველის გუნდი ითამაშებს და ეს გურამ კაშიას "სლოვანია". ვლადიმირ ვაისის ბიჭები თვით "მანჩესტერ სიტის" უმასპინძლებენ.

როდრის გარეშე დარჩენილმა "სიტიმ" ბოლო ოთხი მატჩიდან მხოლოდ ერთი მოიგო, თასზე გიორგი ჩაკვეტაძის "უოტფორდთან." გვარდიოლას გუნდისთვის შეშფოთების საგანი არ არსებობს, რადგან ისინი, ფაქტობრივად, არ მარცხდებიან.

თუკი "ქალაქელთა" ბიუჯეტი მილიარდ ფუნტზე
მეტადაა შეფასებული, სლოვაკთა შემთხვევაში ეს სულ რაღაც 24 მილიონია...

ვაისის გუნდმა "სელტიკთან" მწარე მარცხით დაიწყო, მეორე გამოწვევა კი კიდევ უფრო დიდია. "ჟირონასთან", ზაგრების "დინამოსთან" თუ "შტუტგარტთან" შანსები გაცილებით მეტი იქნება.

Sportall.Ge

ცენტრალური მატჩი სამშაბათს (23:00 სთ)

არსენალი - პსჟ

"არსენალმა" პირველ ტურში "ატალანტასთან" უგოლო ფრე ითამაშა, პირველი სამი ქულისთვის კი სერიოზულ მეტოქეს მასპინძლობს. რაც შეეხება პსჟ-ს, მათ "ჟირონას" ძლევა საკმაოდ გაუჭირდათ.

ეს გუნდები ბოლოს 2018 წელს შეხვდნენ და საერთაშორისო ამხანაგურ ტურნირზე ლონდონელებმა 5:1 იმარჯვეს. მაშინ 2 გოლი ალექსანდრ ლაკაზეტიმ გაიტანა, რომელიც ახლა "ლიონში" გიორგი მიქაუტაძის თანაგუნდელია.

მთავარ მწვრთნელ ლუის ენრიკეს გადაწყვეტილებით, უსმან დემბელე არ ითამაშებს, საქმე გარკვეულ კონფლიქტთან გვაქვს. ლონდონელთა მთავარი დანაკლისი მარტინ ოდეგორია.

სამშაბათის სხვა მატჩები

20:45 სთ ზალცბურგი - ბრესტი;
შტუტგარტი - სპარტა.

23:00 სთ ბარსელონა - იანგ ბოისი;
დორტმუნდი - სელტიკი;
ინტერი - ცრვენა ზვეზდა;
ლევერკუზენი - მილანი;
პსვ - სპორტინგი.

ქართველები ოთხშაბათს

ირაკლი აზაროვის "შახტარი" კვლავ ადრე ითამაშებს, მაგრამ ვიხილავთ თუ არა ქართველს, რთული სათქმელია. დონეცკელები გეკზერკირხენის "ფელტინს არენაზე" (სადაც საქართველომ პორტუგალია დაამარცხა) "ატალანტას" 20:45 საათზე უმასპინძლებენ. 

პირველ ტურში უკრაინელები ასევე იტლიურ "ბოლონიას" უგოლოდ დაუზავდნენ. გუნდი უკრაინის ჩემპიონატში კარგად ვერ გამოიყურება. რაც შეეხება "შახტარის" ევტოტურნირებს, ბოლო 27 საშინაო (ან ნეიტრალურ მოედანზე) შეხვედრიდან მხოლოდ 8 მოიგეს. აღსანიშნავია, რომ ეს გუნდები ერთმანეთს 2019 წელს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე შეხვდნენ. ხარკოვში იტალიელებმა (3:0) მოიგეს, მილანში კი "ატალანტა" (1:2) დამარცხდა.

Sportall.Ge

23:00 საათზე ითამაშებს ოთარ კიტეიშვილის "შტურმი", რომელიც ბელგიურ "ბრიუგეს" უმასპინძლებს. გრაცელებმა ფრანგულ "ბრესტთან" წააგეს და თუკი საპლეიოფო ზონაში მოხვედრა სურთ, წარმატების მისაღწდვად შედარებით ხელსაყრელი მოწინააღმდეგე ჰყავთ. 

"შტურმი" ავსტრიის ჩემპიონატს კვლავ ლიდერობს და ახლა ეს ოთარ კიტეიშვილი გამარჯვების გოლის (პენალტით) დამსახურებით მოხდა. ოთოს უკვე 3 შედეგიანი დარტყმა და ერთი საგოლს პასი აქვს. ჩვენებური კარგი იყო "ბრესტთანაც", დაცვიდან რამდენიმე ბურთი ამოიტანა და შეტევა წამოიწყო, თუმცა ეს საკმარისი არ გამოდგა. 

Sportall.Ge

ცენტრალური მატჩი ოთხშაბათს

ლილი - მადრიდის რეალი

კილიან მბაპეს ძმა, ითანი, ტრავმირებულია და ძმების დაპირისპირება არ შედგება. რაც შეეხება კილიანს, მას ჩემპიონთა ლიგის მოგების გემო ჯერ არ გაუსინჯავს და ამ გზას ახლა თვით "სამეფო კლუბთან" ერთად დაადგა.

"ლილი" პირველ ტურში "სპორტინგთან" პორტუგალიაში დამარცხდა, მადრიდელებმა კი "შტუტგარტის" წინააღმდეგობა ბოლოს გატეხეს. ენდრიკის გოლი ცოტათი თავხედური და დაუვიწყარი იყო.

ოთხშაბათის სხვა მატჩები

20:45 სთ ჟირონა - ფეიენოორდი.

23:00 სთ ასტონ ვილა - ბაიერნი;
ბენფიკა - ატლეტიკო;
დინამო ზაგრები - მონაკო;
ლაიპციგი - იუვენტუსი;
ლივერპული - ბოლონია.

ქართველები კონფერენს ლიგაზე

ხუთშაბათი, 3 ოქტომბერი, 23:00 სთ

კოპენჰაგენი (გიორგი გოჩოლეიშვილი) - იაგიელონია;

შამროკ როვერსი - აპოელი (ლაშა დვალი).

altUEFA-მ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის საუკეთესო ფეხბურთელთა ნომინანტები დაასახელა

altჩემპიონთა ლიგა. I ტური: კიტეიშვილის "შტურმი" დამარცხდა - "ბარსელონამ" ტურნირი წაგებით დაიწყო [VIDEO]

altჩემპიონთა ლიგა. I ტური: "სლოვანი" გლაზგოში განადგურდა - პსჟ-მა "ჟირონას" ძლივს მოუგო [VIDEO]

altჩემპიონთა ლიგა. I ტური: აზაროვის გარეშე - "შახტარი" სტუმრად "ბოლონიას" ფრედ ეთამაშა

მკითხველის კომენტარები / 6 /
მეცოდება სლოვანი დღეს თამაშისთვის
ტოტტი
13:25 01-10-2024
0
წინაზე სხვა სახელით აკომენტარებდით მგონი. ევროპა ლიგა არაა დღეს და რა უნდა დაწერონ? როცა ითამაშა, დადეს, კარგად ითამაშაო. რავა სულ რაღაცას ჩიჩქნით
რეროს
13:22 01-10-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული