ჩემპიონთა ლიგა. V ტური: ორი გამოუყენებელი პენალტი - "რეალი" "ლივერპულთან" დამარცხდა და 24-ე პოზიციაზე დაქვეითდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურში, მეორე სათამაშო დღეს დარჩენილი შვიდი მატჩი გაიმართა.

„ლივერპულმა“ ძალიან სანახაობრივ დაპირისპირებაში სახლში „რეალი“ 2:0 დაამარცხა და 15 ქულით ლიდერია. „სამეფო გუნდი“ კი 6 ქულით 24-ე ადგილზეა. მბაპემ და სალაჰმა პენალტები ვერ გამოიყენეს. „ლივერპულმა“ ყველა ტურნირზე ბოლო 15 მატჩიდან 14 მოიგო, 1 ფრედ დაასრულა და 1-ელ დეკემბერს „მანჩესტერ სიტის“ შეხვდება.

„დორტმუნდმა“ სტუმრად 3:0 სძლია ზაგრების „დინამოს“ - ტურნირზე 5-დან 4 შეხვედრაში გაიმარჯვა.

„შახტარი“ გასვლაზე პსვ-ს 2:0 ამარცხებდა, მაგრამ 69-ე წუთზე პედრო ენრიკე მსაჯმა პირდაპირი წითელი ბარათით გააძევა,
რითაც მასპინძლებმა ისარგებლეს და გამარჯვება მოიპოვეს (3:2). დონეცკური გუნდის მცველი ირაკლი აზაროვი ისევ სათადარიგო იყო. ცნობისათვის, პედრო ენრიკე მის პოზიციაზე თამაშობს.

ლივერპული. „ენფილდი“
ლივერპული - რეალი 2:0
გოლები: 1:0 მაკ ალისტერი (52), 2:0 გაკპო (76)
გამოუყენებელი პენალტი: მბაპე (61, რეალი), სალაჰი (70, ლივერპული)

ბირმინგემი. „ვილა პარკი“
ასტონ ვილა - იუვენტუსი 0:0

ბოლონია. „რენატო დალ’არა“
ბოლონია - ლილი 1:2
გოლები: 0:1 მუკაუ (44), 1:1 ლუკუმი (63), 1:2 მუკაუ (66)

გლაზგო. „სელტიკ პარკი“
სელტიკი - ბრიუგე 1:1
გოლები: 0:1 კარტერ-ვიკერსი (26, საკ. კარში), 1:1 მაედა (60)

ზაგრები. „მაკსიმირი“
დინამო (ზ) - დორტმუნდი 0:3
გოლები: 0:1 გიტენსი (41), 0:2 ბენსებაინი (56), 0:3 გირასი (90)

მონაკო. „ლუი II“
მონაკო - ბენფიკა 2:3
გოლები: 1:0 ბენ-სეგირი (13), 1:1 პავლიდისი (48), 2:1 მარასა (67), 2:2 არტური (84), 2:3 ამდუნი (88)
გაძევება: სინგო (56, მონაკო)

ეინდჰოვენი. „ფილიპსი“
პსვ - შახტარი 3:2
გოლები: 0:1 სიკანი (8), 0:2 ზუბკოვი (37), 1:2 ტილმანი (87), 2:2 ტილმანი (90), 3:2 პეპი (90+5)
გაძევება: პედრო ენრიკე (69)

altჩემპიონთა ლიგა. V ტური: კიტეიშვილის კაპიტნობით "შტურმმა" ისტორიული გამარჯვება მოიპოვა
მკითხველის კომენტარები / 2 /
რას ამბობს ზოგი, ინგლისური ლიგა დოღლიგააო? ჩაუტარა ლივერპულმა რეალს გაკვეთილი. ამ კალიჰერმა ,მაგრად მოუმატა, მამარდას ძალიან გაუჭირდება ძირითადში დამკვიდრება.
დავით67
02:46 28-11-2024
0
ამ რეალს ეს მსაჯები მიათრევენ და მიათრევენ ყურებით ყოველ წელს მაგრამ აქ არ გაჭრა. მბაპე რო საშუალო დონის ფეხბურთელია ამას კიდე შარშან ვამბობდი მაგრამ აქ მწერდნენ არ გესმისო კაცო შენ ფეხბურთი. ვაი თქვენ პატრონს უბედურს.
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
02:46 28-11-2024
2

სიახლეები პოპულარული