აი, რატომ აირჩია ხვიჩამ პსჟ - რა შემთხვევაში ვნახავთ კვარაცხელიას გუნდს პლეი-ოფში...

AutoSharing Option
პსჟ-ის მატჩებს მას შემდეგ განსაკუთრებით ვაკვირდებით, რაც ამ გუნდის წევრი ხვიჩა კვარაცხელია გახდა. ეს იმის მიუხედავად, რომ ჯერ ქართველის დებიუტი არ შემდგარა. ასე იყო ჩემპიონთა ლიგაზეც, "მანჩესტერ სიტისთან" (4:2) მაგარ შეხვედრაში.

ხშირად უთქვამთ, რომ შიდა ჩემპიონატში არასათანადო კონკურენცია პარიზელებს ევროტურნირზე ცუდ სამსახურს უწევს, რომ ისინი არ არიან მზად, დიდ დაპირისპირებებს გაუძლონ. არადა, "მანჩესტერ სიტისთან" ერთ-ერთი გადამწყვეტი ის აღმოჩნდა, პსჟ-ს ნახევარდაცვა არ იღლებოდა და დროის სვლასთან ერთად ახალ ენერგიას ისრუტავდნენ. თანაც მაშინ, როცა გვარდიოლას თამაშიდან დე ბრუინი და კოვაჩიჩი მოხსნილი ჰყავდა.
ჟოაო ნევეში საფრანგეთის ჩემპიონატის ბოლო ტურშიც შევაქეთ. 20 წლის პერსპექტიული ბიჭი "ბენფიკადან" პარიზში მიდის და რა თქმა უნდა, უფრი ძლიერ ჩემპიონატზე ფიქრობს - ესაა, რაც დღეს ენრიკეს გუნდს გამოარჩევს, ახალგაზრდების ვნება და სწრაფვა. გვახსოვს, ცოტა ხნის წინ, ამ გუნდის რიგებს ისინი იცავდნენ, საუკეთესო წლები უკან რომ მოიტოვეს.

პსჟ-ს გახარებული პრეზიდენტი უეფას ხელმძღვანელთან ერთად

Sportall.Ge

ისეთ შეტევაზე ორიენტირებულ გუნდს, როგორიც ახლა კვარაცხელიას ჰყავს, დაცვაში სულ გაუჭირდება. ვნახეთ მარცხნივ მენდეშის პრობლემები, რასაც გრილიშის შემოსვლის შემდეგ მარჯვნივ ჰაკიმის რამდენჯერმე დაჩაგვრაც მოჰყვა. პსჟ ისეა მოწყობილი, დაცვასა და შეტევას შორის არასათანადო ბალანსია. იქნებ ხვიჩა კვარაცხელიას არჩევანიც ამან განაპირობა? - მას სილაღე, კარგი შეტევითი უნარების მქონე თანაგუნდელებთან ერთად "ბურთის გორება" და არა ანტონიო კონტეს თუნდაც შედეგისმომტან ტაქტიკურ დუელებში "თავით გადაშვება" სურს. კი, დაცვაში თამაში აქაც დასჭირდება, თუმცა შუა ხაზის დახმარებით,
შემტევებს მუდმივად საკუთარ საჯარიმოსთან ახლოს ტრიალი არ მოუწევთ. შედეგი კარგია, პარიზელებს ლიგის მოგება სურთ, ამის მიუხედავად, სილაღე გულშემატკივრებს ძალიან იტაცებთ, ამა თუ იმ გუნდს ხომ საკუთარი ხელწერა ჩამოუყალიბდა.

რაც შეეხება ხვიჩას შესაძლო პოზიციებს. ქართველს თავისუფლად შეუძლია, გუნდის ტექნიკური მხარე გაამარავალფეროვნოს და ენრიკემ სუპერშემტევი ფეხბურთი შემოგვთავაზოს. აშკარად ჩანს, "კვარა" სამეულს ბარკოლასა და დემბელესთან ერთად შემქნის. შემტევები მუდმივად იმოძრავებენ და ადგილებს გაცვლიან, როგორც ახლა ვხედვავთ. ეგაა, მაინც კარგად ჩანს, ვინ სადაა საუკეთესო. მიუხედავად იმისა, გოლები ცენტრფორვარდის პოზიციიდან გაიტანეს, ბარკოლა მარცნივ აშკარად უფრო პროდუქტიულია, ძალიან სასიამოვნოდ თამაშობს, დემბელე კი - მარჯვნივ. ამ გადანაწილებაში
ჩვენებურმა უფრო მეტი დრო შეტევის იმ წერტილში უნდა გაატაროს, სადაც საკუთარ თვისებებს უკეთ გამოავლენს. კვარაცხელისა და ბარკოლას ერთად თამაში ყველასთვის თვალსასეირო უნდა იყოს, მაგრამ ამ დროს მწვრთნელები იმას აკვირდებიან, მათი ერთნაირი დადებითი მხარეები პრობლემას გუნდურ ბალანსს ხომ არ უქმნის.

ხვიჩა ტრიბუნაზე, მეუღლესთან ერთად. მის დებიუტს შაბათს ვნახავთ

Sportall.Ge

დაველოდოთ, წინ ბევრი კარგი რამ გველის!..

პლეი-ოფი

ჩემპიონთა ლიგის ახალ ფორმატზე მოგეხსენებათ. ჯგუფური ეტაპი აღარ არსებობს, პირდაპირ მერვედფინალში სატურნირო ცხრილის პირველი რვა გუნდი გავა. რაც შეეხება 9-24 ადგილებს, ისინი ერთმანეთს 1/16 ფინალში შეხვდებიან და საუკეთესოები მერვედფინალში ითამაშებენ.

რა მდგომარეობაა ახლა? შევეცდებით, მაქსიმალურად მარტივად ავხსნათ - ვისზეც ნამდვილად ვიცით, რომ მერვედფინალში იქნებიან, "ლივერპული" და "ბარსელონაა." გენიალური "შერეკილების" ფრთიანი ფრაზისა არ იყოს, "რა ეშმაკი დოუდგება წინო", ისე უნდა იყოს "არსენალის" (16 ქულა), "ინტერის"(15), "ატლეტიკოსა"(15) და "მილანის"(15) ამბავი. თუ 16 ქულიანებიც, ფაქტობრივად, უკვე მერვედფინალში არიან, 15-ქულიანების შემთხვევაში თეორიული შანსი, რომ ისინი 1/16- ფინალში მოხვდნენ, ჯერ კიდევ არსებობს.

14-ქულიანი "ატალანტა" ბოლო ტურში "ბარსელონას" სტუმრობს, მაგრამ შესაძლოა, იტალიელები 8 საუკეთესო გუნდში მარცხითაც მოხვდნენ. თანაბარი ქულების შემთხვევაში, მათ ბალანსის უპირატესობა ექნებათ, მაგრამ ბერგამოელთა გადასწრებაც არაერთს შეუძლია.

საფრანგეთისა და ინგლისის ნაკრების მწვრთნელები პარიზულ მატჩს დაესწრნენ

Sportall.Ge

ახლა 13 ქულა "ლევერკუზენს" აქვს და "რვიანს" ის ასრულებს. ეს ის ქულაა, რაც ამ ადგილის შესანარჩუნებლად საკმარისი ვერ იქნება. გერმანელები უმოტივაციო და სუსტ "სპარტას" უმასპინძლებენ და საკუთარ საკითხს წესით მარტივად გადაწყვეტენ.

რომელ გუნდებსაც 13 და 12 ქულა გააჩნიათ, მათ 1/16-ფინალის საგზური განაღდებული აქვთ. რაც შეეხება 11 ქულას, ის ზოგიერთ გუნდს პლეი-ოფის წევრად აქცევს, ზოგიერთს კი - ვერა. რადგანაც საქმე, შესაძლოა, ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ს ეხებოდეს, ეს ნაწილი დეტალურად გავიაროთ.

ნიდერლანდური პსვ-სთვის 11 ქულა უკვე საკმარისია, 1/16-ფინალის წევრად ჩავთვალოთ. ეს ბურთების ბალანსისა და სხვა გუნდების ბოლო ტურში ერთმანეთთან თამაშიდან გამომდინარეა. ამდენივე ქულა აქვს "ბრიუგეს", მაგრამ შესაძლოა, ეს საკმარისი არ იყოს, სხვა შედეგებზეა მიბმული (პსჟ-შტუტგარტი ფრედ არ უნდა დასრულდეს; ბენფიკამ ან სპორტინგმა წააგოს)  - ბურთების უარყოფითი ბალანსი გააჩნიათ და უკანასკნელ ტურში "მანჩესტერ სიტის" შეხვდებიან, რომელსაც 8 ქულა აქვს და გამარჯვების შემთხვევაში, სწორედ ბელგიურ კლუბს გადაასწრებს. მანჩესტერელები 11 ქულით ყველა შემთხვევაში გავლენ, რადგან თუკი პსჟ და "შტუტგარტი" ფრედ ითამაშებენ, გერმანელებს ბურთების ბალანსით აჯობებენ.

"სიტის" ბოლო ტურში მხოლოდ გამარჯვება სჭირდება

Sportall.Ge

გვარდიოლას გუნდისგან ყველა გამარჯვებას ელის და ასე უნდა იყოს პსჟ-ს შემთხვევაშიც. ენრიკეს გუნდმა ისეთი შეხვედრა მოიგო, ამ შანსს "შტუტგარტთან" აღარ გაუშვებს. ისე კი, პარიზელებს შემდეგ ეტაპზე გასასვლელად 11 ქულაც (ანუ ფრეც) ეყოფათ. ამით ისინი
სწორედ მათ მომავალ მოწინააღმდეგეს ჩამოიცილებენ, ზაგრების "დინამოს" კი ბურთების ბალანსი კატასტროფული აქვს და თანაც, "მილანს" უნდა შეხვდეს.

რაც შეეხება ირაკლი აზაროვის "შახტარს", თითქოს ბრძოლაში არიან, მაგრამ "დორტმუნდი" რომც დაამარცხონ, ათი ქულით მომდევნო ეტაპზე გასვლა, პრაქტიკულად, გამორიცხულია.

პსჟ-სა და ხვიჩა კვარაცხელიას პლეი-ოფში ველით!..

ბოლო ტური - 29 იანვარს ყველა შეხვედრა ერთდროულად ჩატარდება.

altჩემპიონთა ლიგა. VII ტური: კვარაცხელია ტრიბუნაზე და პსჟ-ის "მანჩესტერ სიტისთან" შემოტრიალებული შესანიშნავი მატჩი

მკითხველის კომენტარები / 10 /
აქ ისე წერენ პსჟზე,ლიგის ფავორიტი გუნდიაო და ა.შ.,თითქოს რეალზე მიდიოდეს საუბარი.რეალი რო ცუდად იწყებს და წვალებით გადის ფლეიოპში,მერე დიდი ალბათობით ლიგას იგებს ხოლმე,თუმცა პსჟ? ასეა ლივერპულიც,მძიმედ როცა იწყებს,მერე ლიგის ფინალში გადის ხოლმე,თუმცა პსჟ? ხვიჩას გამო თავი გამოიშტერეს საქართველოში,პსჟ უდიდეს კლუბად გვასაღებენ,თუმცა ავიწყდებათ რო თანამედროვე სამყაროში ყველას აქვს ინფორმაცია და წვდომა,ჩვენც ვიცით რაღაც და ნუ გვატენით მაგ პსჟს.როგორც ევროკავშირში შესვლაზე გვეუბნებიან,შევალთ და რძის მდინარები წამოვა და ოქროში ვიბანავებთო,მარა ყველამ იცის ყველაფერი და ხალხი არ ტყუვდება. წელს ისე მიდის სეზონი,ლივერპული ან ბარსელონა გაიწევს ლიგის ტიტულზე,თუმცა რეალი არავინ არ უნდა ჩამოწეროს.არც ინტერია ჩამოსაწერი,თუმცა რეალი,ბარსა და ლივერპულიდან იქნება ფინალი,თუ მანამდე არ გადაეკვეთნენ ერთმანეთს. პსჟ შტუტგარტს თუ მოიგებს,ფლეიოფს ვერ გასცდება. ვენგერმა თქვა,ლივერპული 30 წელი ელოდა პრემიერლიგის ტიტულს,თუმცა ლიგა მანამდე ორჯერ მოიგო და ბევრი ფინალი ითამაშაო,გუნდი კრიზისში იყო,მაგრამ ლიგაზე დომინანტი გუნდი იყოო,რაც ენფილდის დამსახურება არისო. ფლეიოფში ფანობას გადამწყვეტი მნიშვნელი აქვს და პსჟ ეგ არ ყავს. აი,რეალი შეიძლება 3-0 აგებდეს ბერნაბეუზე,მერე რაღაც ჩხუბის მსგავსი მოხდა ან გოლი გაიტანა,მეტოქეს ემხობა მთელი სტადიონი ისეთი გარემოა,ასეა ენფილდიც,სისხლის სუნი თუ იგრძნეს,მერე დამთავრებული ამბავია ნებისმიერი გუნდისთვის.არსენალი 2-0 იგებდა ენფილდზე,მერე არნოლდთან კონფლიქტი იყო და ენფილდი შეიშალა,ხოდა თამაში 2-2 დამთავრდა. ჩემი თუ არ გჯერათ,ბარსას ფანებს კითხეთ(აბა მესის ვერ კითხავთ),როგორ ჩამოენგრათ ყველაფერი ენფილდზე,როცა 2ჯიმ დუბლი თხარა შიგ ბარსაში. მთელი ღამე მორიგეობდნენ ფანები ბარსას სასტუმროსთან,ხმაურობდნენ და არ ასვენებდნენ ბარსას ფეხბურთელებს. ბევრს არ გავაგრძელებ,პსჟ არაფერი არ აქვს,რისთაც ფეხბურთი გვიყვარს ფეხბურთის მოყვარულებს. ერთი რაც აქვს არის ფული და კვარაცხელია 8-10 თამაშისთვის გადავიდა სეზონში.ლიგა ერთში თამაშს აზრი აქვს? უეფას კოეფიციენტიც მეტყველია ამაზე,პრემიერლიგაში გატანილი გოლი 2 კოეფიციენტზე მრავდება,ხოლო ლიგა ერთის 1.5 კოეფიციენტზე. ან კვარა თუ გაიტანს 20 გოლს,ხოლო სალაჰი 18 და ეს იქნება ყველაზე მაღალი მაჩვენებელი,მაშინ სალაჰი აიღებს ოქროს ბუცს,რადგან სალაჰს 36 გამოუვა და კვარას 30. აი,ასეთი დონის ჩემპიონატია ლიგა ერთი და ნუ გვაბრმავებთ. საფრანგეთშიც რო იკითხოთ,რომელია ყველაზე დიდი გუნდი საფრანგეთში,პსჟ მათი კინკილა ფანების გარდა არავინ დაასახელებს. სენტეტიენი უფრო დიდი და ისტორიული გუნდია,ლიონიც. დავითაშვილს და მიქაუტაძეს გუნდებს ვქომაგობ,მართალია ერთმანეთი არ ეხატებათ ამ გუნდებს,მარა ქართველების გამო ვქომაგობ.აი,პსჟს არ ვუქომაგებ არავითარ შემთხვევაში,ყოველთვის დავაფიქსირებ ჩემს აზრს ამაზე და ყოველთვის ვიტყვი სიმართლეს,სიმართლე კი ერთია,ფული ჯოჯოხეთს ანათებს და ამიტო წავიდა ხვიჩა მაგ გუნდში. სამწუხაროა,ძალიან სამწუხაროა. ხვიჩას ჰეითერი არ ვარ,რატომ უნდა ვიყო? უბრალოდ,პსჟ არ არის სპორტული თვალსაზრისით საინტერესო გუნდი,არანაირი პრესტიჟი არ აქვს.
იასონას უდარი
19:30 23-01-2025
9
ეს სწორედ ისეთი ფეხბურთი იყო,ხვიჩას გუნდმა რომ მინდა ითამაშოს.სიტიმ კი,უკვე მერამდენედ გაანიავა ორბურთიანი უპირატესობა!ვითომ ფიზიკური გამძლეობა არ ჰყოფნით?-არა მგონია!ვფიქრობ,ორბურთიანი ჩამორჩენის დროს,მეტოქეები ვაბანკზე მიდიან და რისკიანი შეტევის დროს,როცა მთელი მეტოქის გუნდი შეტევაზეა წამოსული,როდრის არყოფნაში სხვა არავინ ჰყავთ,ვინც მათ შეტევას ჩაშლის და სწრაფი გათამაშებით,პირდაპირ მეტოქის კართან გადაისვრის კონტრშეტევას.ახლა კი,თანდათან ეს პრობლემა,ფსიქოლოგიურ პრობლემაშიც გადაეზრდებათ,რადგან ნამეტანი ბევრი გამარჯვება დაკარგეს,ასე.ეჭვი მაქვს,რომ გვარდიოლას არ სურს,ამდენი წლის შრომით დალაგებული თამაში შეცვალოს,სხვა სქემაზე,სადაც როდრის არყოფნა,ნაკლებად მტკივნეული იქნება,მაგრამ სათამაშო სქემა შეიცვლება და როდრის დაბრუნების შემდეგ,ისევ ხელმეორედ დასჭირდება თამაშის გადალაგება.არაფერს ვამტკიცებ,უბრალოდ აზრი გამოჩნდა და გაგაცანით.
ვფიქრობ,რომ პსჟ ჯგუფიდან გავა,მაგრამ ვერც ის და ვერც ბარსელონა,ლიგას ვერ მოიგებენ.ულამაზეს ფეხბურთსთამაობს ორივე გუნდი,მაგრამ ნახეთ,რამდენ გოლს უშვებენ და საფუძვლიანად მოთამაშე,გამოცდილი გუნდი,მათ დაამარცხებს.ორივე გუნდი,პსჟც და ბარსაც,ძალიან ახალგაზრდული შემადგენლობითაა,მათ გამოცდილება აკლიათ და დღეს,ეს არის,მათი მთავარი ნაკლი.ორ წელიწადში,ორივე გუნდი,თუ ბირთვს შეინარჩუნებენ,მეტ-ნაკლებად უკვე მზად იქნებიან გამარჯვებისათვის,თუმცა უკვე მომავალ სეზონშიც შეიძლება რომელიმემ გაისროლოს.საამისოდ,რა თქმა უნდა,შეტევა დაცვის დაბალანსებაც აუცილებელი გახდება და ვინც შესძლებს,უპირატესობაც მისი იქნება.პსჟს ხელმძღანელობამ უარი თქვა სუპერვარსკვლავების წაყვანაზე და აქცენტი,ახალგაზრდა ტალანტებით გაძლიერებაზე გადაიტანა.თუ ეს სამომავლოდ გამარჯვებული გუნდის შესაქმენლად კეთდება,სწორია,ხოლო თუ მათ გასაზრდელად და შემდეგ სუპერ კლუბებზე გასაყიდად,მაშინ ფულს იშოვნიან,მაგრამ გამარჯვებები მხოლოდ ეპიზოდური იქნება და დიდ მიზნებს ვერ შესწვდებიან.
სოსო
19:08 23-01-2025
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული