
ჩვენებურის გუნდი მეოთხედფინალური ეტაპის საგზურისთვის 2-რაუნდიან ბრძოლაში "ლივერპულს" დაუპირისპირდება. სხვა წყვილები ასე გამოიყურება:
ბრიუგე - ასტონ ვილა
ლილი - დორტმუნდი
ატლეტიკო - რეალი
ლევერკუზენი - ბაიერნი
არსენალი - პსვ
ინტერი - ფეინოორდი
ლივერპული - პსჟ
ბარსელონა - ბენფიკა
პირველი მატჩები 4-5 მარტს გაიმართება, განმეორებითი კი 11-12 მარტს.
ინფორმაციისთვის, თუ პსჟ "ლივერპულის" ბარიერს დაძლევს, შემდეგ ეტაპზე "ბრიუგესა" და "ასტონ ვილას" შორის უკეთესს დაუპირისპირდება.
"ბენფიკასა" და "ბარსელონას" შორის უკეთესი მეოთხედფინალში "დორტმუნდისა" და "ლილის" წყვილში გამარჯვებულს შეხვდება.