ხვიჩა საოცარი აურით... "ო, იღბლიანო!" - გვყავს ფავორიტი გუნდები, მაგრამ კვარაცხელიამ უნდა მოიგოს...

AutoSharing Option
"ო, იღბლიანო!" - ბრიტანული ფილმის მთავარ გმირს, რომელიც ციხიდან გამოსვლის შემდეგ სიკეთეს ქადაგებს, დასცინიან, ფინალში კი დიდი წარმატება მოდის... არ წავიდეთ შორს და ხვიჩა კვარაცხელიას ირგვლივ უკანასკნელ ზამთარში განვითარებული მოვლენები განვიხილოთ. როგორც საქართველოში, ასევე იტალიაში ვიღაცისთვის ეს იყო "შუა გზაზე გუნდის მიტოვება" ვიღაცისთვის "ხელფასის კარნახით მიღებული გადაწყვეტილება", სხვებისთვის იქ წასვლა, სადაც "ვარსკვლავებს ისრუტავენ და რეალურ წარმატებას ვერ აღწევენ". და რა თქვა ამ დროს "კვარამ"? რომ მისი და კლუბის მიზანი ერთმანეთს ემთხვეოდა.
ამ დროს რამდენი ქილიკად იტყოდა - პსჟ და ჩემპიონთა
ლიგა?!

ხვიჩა საოცარი აურის კაცია. ჯერ "ნაპოლიმ" ხომ ასე მონატრებული ტიტული იზეიმა, ახლა პსჟ ჩემპიონთა ლიგის პირველად მოგების ფავორიტი გახდა. რონალდოსთან შეხვედრა ხომ ისე უნდოდა, ერთადერთი შანსი ნაკრებში იყო, შეხვდა, მოუგო და გაუტანა... ფაქტია, პარიზულ გუნდს რაღაც სულ აკლდებოდა. დააკლდა "ლივერპულთან" პირველ დაპირისპირებაშიც.

კვარაცხელიამ ბურთი ცარიელი კარიდან რომ გამოიტანა, იქნებ ასეთი დეტალების გროვა იყო საჭირო. ისე, აქ კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რას ნიშნავს, როცა ბურთს შინაგანად გრძნობ, მისი შესაძლო ტრაექტორია გონებაში გამჯდარი გაქვს... "ეგ სივრცე,
თვალს რომ აღუმართავს მისავე უეცარ საზღვარს,
თხოულობს საზრისს, რათა საგანთა
მთელი უწინდელი მხარე წაიკითხოს"(ჩ. ტომლინსონი).

Sportall.Ge

ახლა უკვე დრო აღარ ითმენს. გვინდა, მეტი ვნახოთ. გვინდა, პარიზელებმა კიდევ უფრო მეტი ისწავლონ. გვინდა, ამ ფსიქოლოგიური გარდატეხით მათ კიდევ უფრო მეტი შეძლონ, დაცვაში კიდევ უფრო უკეთესი იყვნენ. რა თქმა უნდა, ყველას გვყავს ფავორიტი გუნდი, ბავშვობიდან რომ ვქომაგობთ. ამ გუნდის გულშემატკივრებისთვის გმირი დონარუმა "მილანიდან" "გაქცეულია", დემბელე "ბარსელონას" "შავი ლაქა", ლუის ენრიკეს წარმატებიდან ათი წლის შემდეგ კატალონიელთა მორიგი ტრიუმფი წარმოუდგენიათ. ამის მიუხედავად, ჩვენ გვაქვს დიდი შანსი, ჩემპიონთა ლიგა ქართველმა ვარსკვლავმა აღმართოს, გზა კი კიდევ უფრო დიდი კარიერისთვის გაიკაფოს!..

ასე რთული მერვედფინალისა და შესაძლო ნახევარფინალს შორის მეოთხედფინალში ერთგვარი ამოსუნთქვის საშუალება იქნება. რა თქმა უნდა, ეს მოდუნებაში არ უნდა გადავიდეს. პარიზელთა სამწვრთნელო შტაბი ძალების გადანაწილებასა და როტაციას კვლავ გააგრძელებს(ისე, უახლოეს ტურში მარსელთან კლასიკო კი ელით). ხვიჩა კვარაცხელია ყველა მიმართულებით მოგვეწონა, მაგრამ ის კვლავ გააგრძელებს მუშაობას სრულყოფილებაზე, მაგალითად, საგოლე მომენტების რეალიზებაზე, რასაც ცოტათი იღბალიც თუ დაემატება, იდეალური იქნება!..

altდონარუმას ბენეფისი - პსჟ-მ აუღებელი ციხესიმაგრე აიღო და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გავიდა [VIDEO]

altხვიჩას სეივი - "კვარამ" მოჰამედ სალაჰს არ გაატანინა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 28 /
აქ ერთი სუბიექტი აქვეყნებს ხოლმე ამ ნიკით პოსტებს -
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos. ბოლოს დასწერა: "
არანაირი შანსი რო გავიდნენ პსჯ-ს არ აქ. მაგრამ აქ გამო*ვებულ სექტას ამას გააგებიებ. ერთით კაია მოვისვენებთ კარგი ხნით ნორმალური ხალხი ამ სექტასგან რომელთვისაც კრიტიკა წარმოადგენს მისი სექტის წინაახმდეგ მტრობას". მას შემდეგ დაგვეკარგა ღუბერნია. ვინმემ მისი ასავალ - დასავალი ხომ არ იცით? რაღაც აღარ სწერამს ხოლმე, ეტყობა რცხვენიან, ნამეტნავად....
ღუბერნია დაგვეკარგა
00:37 13-03-2025
1
პსჟ-ემ ხვიჩას შეძენით უდიდესი ნაბიჯი გადადგა ლიგის მოგების გზაზე. ეგაა ფინალში არ ვიცი რას გააკეთებენ, იქამდე კი მაგათ გამჩერებელი არავინაა.
ჟორა გაბრიჭიძე
23:27 12-03-2025
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული