ხესუს ნავასი "სევილიაში" დაბრუნდა

AutoSharing Option
რამდენიმე წუთის წინ "სევილიამ" ხესუს ნავასის ანდალუსიურ კლუბში დაბრუნება ოფიციალურად დაადასტურა.

31 წლის ფეხბურთელმა, რომელიც მშბლიურ გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით დაუბრუნდა, "როხიბლანკოსთან" 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ხესუს ნავასი "სევილიას" სკოლის აღზრდილია. 2003-13 წლებში, ანდალუსიელთა პირველ გუნდში მან 394-ჯერ ითამაშა და 34 გოლი გაიტანა.  2013 წელს "მანჩესტერ სიტიში" 20 მილიონ ევროდ გადასულმა ფეხბურთელმა, "ქალაქელების" მაისურით, 183 თამაში ჩაატარა, 8 გოლი გაიტანა და 35 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. ცნობისთვის, 2013 წლის შემდეგ "სიტის" მაისურით ნავასზე მეტი (42) საგოლე გადაცემა მხოლოდ მის თანამემამულეს, დავიდ სილვას
აქვს გაკეთებული.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული