ნეიმარი კლუბის ბაზაზე დღეს ვარჯიშისთვის დათქმულ დროზე გამოცხადდა. ესპანელი ჟურნალისტების ინფორმაციით, ის ვარჯიშში მონაწილეობას მიიღებდა, მაგრამ 25 წლის ფეხბურთელმა ბაზა დაახლოებით 10 წუთში დატოვა.
მალევე "ბარსელონამ" დაადასტურა, რომ ბაზაზე მისულმა ნეიმარმა კლუბის დატოვების სურვილი ოფიციალურად დააფიქსირა, რის შემდეგაც ერნესტო ვალვერდემ ფეხბურთელს ვარჯიშის გაცდენის უფლება მისცა.
საწვრთნელი ბაზიდან ნეიმარი "ბარსელონას" ოფისში მივიდა. გავრცელებული ინფორმაციით, ამჟამად ტრანსფერზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.