25 წლის ბრაზილიელმა ფეხბურთელმა "პარი სენ-ჟერმენის" ახალ ფეხბურთელად პრეზენტაციის დროს არაერთ საკითხზე ისაუბრა.
"ახალი გამოწვევით ძალიან ბედნიერი და მადლობელი ვარ. პარიზი შესანიშნავი ქალაქია. მიჭირს აღვწერო, რას ვგრძნობ ახლა. ახალი გამოწვევა მჭირდებოდა და გულმა აქ მომიყვანა. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ "ბარსელონაში" თავს ვარსკვლავად არ ვგრძნობდი. ამ კლუბში თავს კარგად ვგრძნობდი.
გულმა მიკარნახა და პსჟ-სთან კონტრაქტი გავაფორმე. ეს ერთ-ერთი ყველაზე რთული
პსჟ-ში თავს უკვე ისე ვგრძნობ, როგორც სახლში. აქ დამხვდნენ მეგობრები, რომლებიც ჩემი გადმოსვლით მოხარულები არიან. თუმცა, ჩემს გადაწყვეტილებაზე ამას გავლენა არ მოუხდენია.
ვითამაშებ თუ არა ხვალ? ფეხბურთის თამაში მწყურია და თუ შესაძლებლობა მექნება, მზად ვარ, ვითამაშო.
რას ვეტყვი "ბარსელონას" გულშემატკივრებს? ვფიქრობ, "ბარსელონაში" ჩემი ისტორია უკვე დავწერე და არაერთი ტიტული მოვიგე. თუმცა, ყველა კმაყოფილი ვერ იქნება. დიდი მადლობა თქვენ მხარდაჭერისთვის.
ფული ჩემი მამოძრავებელი ძალა არასდროს ყოფილა. ეს ჩემთვის მთავარი მოტივაცია არაა. მწყინს, როდესაც ხალხი ამბობს, რომ "ბარსელონა" ფულის გამო დავტოვე", - აცხადებს ნეიმარი, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, წელიწადში 30 მილიონ ევროს მიიღებს.