ლუკა მოდრიჩი "კლასიკოს" 3 წლის წინ მიღებული ბარათის გამო გამოტოვებს

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ხორვატი ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი 3 წლის წინ მიღებული წითელი ბარათის გამო 2017/18 წლების სეზონის პირველ "კლასიკოს" გამოტოვებს.

2014 წლის 23 აგვისტოს, ესპანეთის სუპერთასის განმეორებით მატჩში, რომელშიც "რეალი" თანაქალაქელ "ატლეტიკოსთან" 0:1 დამარცხდა, მოდრიჩმა 2 ყვითელი ბარათი მიიღო. ბუნებრივია, ხორვატს ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია გამოუწერეს და იმის გამო, რომ "რეალს" მას შემდეგ სუპერთასზე არ უთამაშია, 31 წლის ფეხბურთელს დისკვალიფიკაციის მოხდა ახლა უწევს.

"რეალი" ერთ-ერთი ლიდერის გარეშე 13 აგვისტოს, "კამპ ნოუზე" ითამაშებს. განმეორებით შეხვედრაში კი, რომელიც 16 აგვისტოს "სანტიაგო ბერნაბეუზე" გაიმართება, მოედანზე მოდრიჩსაც
ვიხილავთ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული