2014 წლის 23 აგვისტოს, ესპანეთის სუპერთასის განმეორებით მატჩში, რომელშიც "რეალი" თანაქალაქელ "ატლეტიკოსთან" 0:1 დამარცხდა, მოდრიჩმა 2 ყვითელი ბარათი მიიღო. ბუნებრივია, ხორვატს ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია გამოუწერეს და იმის გამო, რომ "რეალს" მას შემდეგ სუპერთასზე არ უთამაშია, 31 წლის ფეხბურთელს დისკვალიფიკაციის მოხდა ახლა უწევს.
"რეალი" ერთ-ერთი ლიდერის გარეშე 13 აგვისტოს, "კამპ ნოუზე" ითამაშებს. განმეორებით შეხვედრაში კი, რომელიც 16 აგვისტოს "სანტიაგო ბერნაბეუზე" გაიმართება, მოედანზე მოდრიჩსაც