ტიტო ვილანოვას შვილი "ერკულესში" გაანათხოვრეს

AutoSharing Option
2014 წელს კიბოთი გარდაცვლილი "ბარსელონას" მწვრთნელის ტიტო ვილანოვას შვილი ადრია აქამდე დუბლებში თამაშობდა. ის მცველი გახლავთ, 20 წლისაა, ძირითად გუნდში გადაყვანა ჯერ ვერ დაიმსახურა, ამიტომ სათამაშო პრაქტიკის მისაღებად და კვალიფიკაციის ასამაღლებლად ესპანეთის მესამე ლიგის "ერკულესში" გაუშვეს.

ადრია ქალაქ ალიკანტეს გუნდში გაისამდე იჯარით იასპარეზებს, რის შემდეგაც ასულგრანაში დაბრუნდება. თუ რა თქმა უნდა, სათამაშო დონის ამაღლება შეძლო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული