ბარტომეუმ კოუტინიოსა და დემბელეს შეძენა ბრძანა

AutoSharing Option
ესპანეთის სუპერთასის პირველ შეხვედრაში შინ "რეალთან" 1:3-ზე დამარცხებამ საგონებელში ჩააგდო "ბარსელონას" პრეზიდენტი ჟოზეპ-მარია ბარტომეუ და სასწრაფოდ გადაწყვიტა ზომების მიღება.

მან დაავალა კლუბის მენეჯერებს ფილიპე კოუტინიოსა და უსმანა დემბელეს შეძენა, თანაც დაუყოვნებლივ, ამ კვირაშივე, რაც იოლი საქმე არ გახლავთ.

ცოტა ხნის წინ ასულგრანამ ტრანსფერებზე ოფიციალური წინადადებით მიმართა შესაბამისად "ლივერპულსა" და "დორტმუნდს", მაგრამ უარი მიიღო. თავად ფეხბურთელები კი "ბარსაში" გაყიდვას ითხოვენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული